სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად ექცათ 
10-11-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა წიგნიერების სამყაროში ხალისით შეაბიჯეს. 

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დაიწყეს. საანბანო პერიოდის დაწყება პედაგოგმა მაკა ჭელიძემ პატარებს დღესასწაულად უქცია. 

პატარებმა, სიხარულით თვალებანთებულებმა მიიღეს თავიანთი პირველი დიდი მეგობარი - ქართული ანბანი.

ზღაპრულად, სიყვარულითა და სითბოთი შეუძღვა მასწავლებელი პატარებს ასო-ბგერების სამყაროში, სადაც იწყება სწავლა, აღმოჩენა და ოცნებები. 

მოსწავლეები არაერთ სახალისო, სასწავლო-შემეცნებით თუ საზეიმო აქტივობაში ჩაერთნენ და პირველი ასო-ბგერები ხალისით მოხაზეს. 

სკოლაში პატარებს  საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მოულოცეს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდნენ. 

„მათ ცხოვრებაში ახალი გვერდი გადაიშალა - გზა ცოდნისა და სიბრძნისაკენ. გილოცავთ, პირველკლასელებო! გისურვებთ აღმოჩენებითა და ინოვაციებით აღსავსე წელს თქვენს ენერგიულ, თბილ და საყვარელ მაკა მასწავლებელთან ერთად!“,- აღინიშნა სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება