| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, კონფერენცია თემაზე - „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები“ გაიმართა.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, კონფერენციაზე სკოლამდელი განათლების სფეროსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომები გამოითქვა:
„განვიხილეთ ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მიზნად ისახავს სკოლამდელ განათლებაში ქართული ფოლკლორის, საბავშვო მოთხრობებისა და მულტფილმების პერსონაჟების პოპულარიზაციას“.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია და თემატური მოხსენებები ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა:
• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემური გამოწვევები;
• წარმატებული პრაქტიკების გაზიარება და მათი დანერგვის შესაძლებლობები მუნიციპალიტეტებში;
• სახელმწიფო უწყებების როლი სკოლამდელი განათლების ხარისხის ამაღლებაში.
ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბაგა-ბაღების გაერთიანებების უფროსები, აღმზრდელ-პედაგოგები და საბავშვო ბაღის დირექტორები ესწრებოდნენ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ