სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ქვეყნები, სადაც სასკოლო განათლება 11 წელი გრძელდება
25-10-2025
-
+


საქართველოს მთავრობა გეგმავს, სკოლები 12- წლიდან 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადაიყვანოს. ჯერჯერობით უცნობია, როდის და რა სახით იგეგმება ცვლილება, მაგრამ ცნობილია, რომ განათლების სამინისტრო საკითხზე უკვე მუშაობს.

დღეს, საქართველოში არსებული 12-წლიანი მოდელი, დამახასიათებელია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ასევე, აზიის ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა. 

საქართველომ სასკოლო განათლების 12-წლიან სისტემაზე 2008-2009 სასწავლო წელს გადაინაცვლა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან სწავლების 12-წლიან მოდელზე ასევე სხვადასხვა დროს გადავიდნენ - ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა. ცენტრალურ აზიაში 2013 წლიდან მათ შეუერთდა თურქმენეთი, 2003 წლიდან ყაზახეთი, წელს კი ყირგიზეთი.

აღნიშნულმა ქვეყნებმა 12-წლიანი სასკოლო განათლება დიდწილად ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებთან დაახლოების მიზნით დანერგეს. ევროპის უმეტეს ქვეყანაში უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისთვის 12-წლიანი სრული საშუალო განათლების დოკუმენტია საჭირო.

11-წლიანი სასკოლო განათლება აქვს რუსეთს, სადაც უკვე აქტიურად საუბრობენ 12-წლიანი მოდელის საჭიროებაზე. 

დღეს, 11-წლიანი სასკოლო განათლება ძირითადად შემორჩენილია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. 

ბელარუსი

ბელარუსში სასკოლო განათლება 6 წლის ასაკში იწყება და ორი საფეხურისგან შედგება: ზოგადი საბაზო და ზოგადი საშუალო. საბაზო სკოლა 9 წელი გრძელდება, ხოლო საშუალო სკოლა 11 წელი. საბაზო სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა კოლეჯებში, ლიცეუმებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, სადაც ისინი ერთდროულად იღებენ საშუალო განათლებას და პროფესიულ მომზადებას, ან დარჩნენ სკოლებში. ზოგადი საშუალო ან სპეციალური საშუალო განათლების სერტიფიკატი არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც მათ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფლებას აძლევს.

აზერბაიჯანი

11 წელი სწავლობენ აზერბაიჯანელი მოსწავლეები, თუმცა ქვეყანაში 12-წლიანი განათლების სისტემის დანერგვის შესახებ დისკუსიები 10 წელზე მეტია გრძელდება. წელს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყანა ახალ მოდელზე გადასვლას 2026- 2027 სასწავლო წელს გეგმავს, თუმცა აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას საფუძველი არ გააჩნია.

„ტრადიციული გაგებით 12-წლიან საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლა მრავალმხრივი და რთული პროცესია. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წლების რაოდენობის გაზრდა, არამედ მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს, რომ დღეისთვის, აზერბაიჯანში ზოგადი განათლება, ფაქტობრივად, 12 წლისგან შედგება. 

„ამ დროისთვის, აზერბაიჯანში ზოგადი საშუალო განათლება უკვე გულისხმობს 12 წელს. კერძოდ, მოიცავს სკოლამდელი ასაკისთვის მომზადების ერთწლიან პერიოდს (დაწყებული 5 წლის ასაკიდან), შემდეგ დაწყებით განათლებას (1-დან მე-5 კლასამდე), ზოგად საშუალო განათლებას (მე-5-მე-9 კლასები) და ბოლოს, სრულ საშუალო განათლებას (მე-10-მე-11 კლასები)“,- აღნიშნეს სამინისტროში. 

უზბეკეთი

უზბეკეთმა 11-დან 12-წლიან სასკოლო სისტემაზე გადასვლისთვის მზადება დაიწყო. სასკოლო სისტემაში 6 წლის ბავშვებისთვის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის ჩართვა იგეგმება. ამან ეროვნული განათლების სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან უნდა დააახლოოს, კერძოდ, საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში მოსწავლეთა მიღება გაამარტივოს. 

სკოლამდელი და სასკოლო განათლების მინისტრის მოადგილემ, სარდორ რაჯაბოვმა ტელეარხ Uzbekistan24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 12-წლიან ზოგად საგანმანათლებლო სისტემაზე გადასვლამ უნდა გააუმჯობესოს განათლების ხარისხი და აღმოფხვრას უცხოურ უნივერსიტეტებში აპლიკანტებისთვის არსებული ბარიერები.

ტაჯიკეთი

რესპუბლიკაში მოსწავლეები დღეისთვის 11-წლიან საშუალო განათლებას იღებენ. თუმცა ქვეყანა ახალ მოდელზე გადასვლას გეგმავს. 

ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა 12-წლიან სასკოლო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს ისაუბრა. ივლისის შუა რიცხვებში კი ონლაინ გამოცემა ASIA-Plus-მა ტაჯიკეთის განათლების აკადემიის განათლების განვითარების ინსტიტუტზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკვე შემუშავებული გრაფიკის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 12-წლიანი სისტემის დანერგვა 2029-2030 სასწავლო წელს დაიწყება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება