სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, მარინე მაროზიანმა​ მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა
29-03-2021
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლას ამავე სკოლის კურსდამთავრებული მარინე მაროზიანი ეწვია.

მაროზიანმა სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე განაგრძო.

სკოლის ინფორმაციით, მისი სტუმრობის მიზანი იყო ის, რომ მოსწავლეებისთვის სოფელსა და სოფელში არსებულ ეკლესიაზე ინფორმაცია მიეწოდებინა.

გთავაზობთ მარინე მაროზიანის პრეზენტაციის მცირე მონაკვეთს:

„ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს სოფელს აქვს ძალიან ძველი ისტორია. იგი 1600 წლიდან იწყება. სოფელს ძველად ეწოდა ხანჩალუ, შემდეგ ხანჩარლი, ღარნჩელი და სხვა სახელები, მაგრამ დღესდღეობით მას პატარა ხანჩალი ეწოოდება.

სოფელმა დღემდე შემოინახა უძველესი ტრადიციები. ერთ-ერთი ტრადიციაა „ყვავილების დღესასწაული“.  სოფელში, ივნისის პირველ კვირას, აღნიშნავენ ყვავილების დღესასწაულს, რომელიც ზაფხულის დადგომასთან ასოცირდება. ამ დღეს ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად მიდიან მინდორში ყვავილების დასაკრეფად. ისინი ყვავილებით კრავენ სიყვარულის გვირგვინებს, რომლებსაც ახალგაზრდებს და სოფელში ამ დღის აღსანიშნავად მოწვეულ სტუმრებს ურიგებენ.

ამ პატარა სოფელმა აღზარდა ღირსეული ადამიანები ქვეყნისა და სომეხი ერისთვის: ცნობილი მომღერალი ლევონ ისპირიანი, მევიოლინე ტიგრან მაჰტესიანი, მედიცინის დოქტორი დერენიკ მაჰტესიანი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი რაფიკ აივაზიანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი-პროფესორი ვარდ ბდოიანი და სხვ.

სოფელს აქვს ორი სალოცავი წმინდა თევათოროსის და წმინდა მინასის. ასევე, ჩვენს სოფელში არის უძველესი ეკლესია წმინდა ჰაკობის სახელობის. ეს ეკლესია არის სომხური სამოციქულო. მის შესახებ ინფორმაცია 1850-იანი წლებით თარიღდება. იგი მთლიანად განახლდა 1875 წელს. საბჭოთა პერიოდში, ეკლესია დაიხურა და იმ წლებში სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. პოსტსაბჭოთა წლებში ეკლესია განახლდა სოფლის მოსახლეობის მიერ. სარემონტო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო, ძმების არტაკ და ბაბკენ ისპირიანების ფინანსური მხარდაჭერით...“  

გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება