სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს 
01-03-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება, შეხვედრა კი 28 თებერვალს მოეწყო. 

შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები: სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე და სერჟანტი გიორგი პეტრიაშვილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციის სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.

მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.

შეხვედრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამახსოვრო სიმბოლური ბლოკნოტებით დაასაჩუქრეს მოსწავლეები. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება