| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

არის თუ არა შესაძლებელი, სკოლამ მასწავლებლებისთვის გამოწეროს პრემია? - აღნიშნული კითხვა სასკოლო საზოგადოებაში ყოველთვის აქტუალური იყო და გარკვეული პერიოდის წინ, კანონმდებლობით სკოლის ხელმძღვანელებს უფლება ჰქონდათ პერსონალი წაეხალისებინათ, თუმცა რამდენად შეიცვალა ვითარება მას შემდეგ, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ხაზინას დაექვემდებარა - აქვს თუ არა სკოლის დირექტორს უფლება, მასწავლებელს პრემია გამოუწეროს?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების დასაზუსტებლად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით.
უწყებაში განგვიმარტეს, რომ სკოლის დირექტორი საკუთარი სურვილით პრემიას ვერ გამოწერს, თუმცა ფინანსური წახალისება დაშვებულია წელიწადში ერთხელ. ამისთვის საჭიროა მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო სამსახურებში დასაქმებულთათვის უშვებს პრემიების გამოწერის შესაძლებლობას.
„ეს დოკუმენტი ძირითადად წინასახაალწლოდ გამოიცემა. დირექტორი თვითნებურად პრემიას ვერ გამოწერს, ამისთვის მთავრობის დადგენილებაა საჭირო და ისიც იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შესაბამისი ფინანსური რესურსი არსებობს“, - განაცხადეს სამინისტროში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა