| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩინეთის ქალაქ ტიანშუიში მდებარე კერძო საბავშვო ბაღ „პეისინის“ 251 აღსაზრდელიდან 233-ს სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა აღმოაჩნდა. ლაბორატორიულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბაღში მომზადებულ საკვებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას 2000-ჯერ აღემატებოდა.
ბავშვებმა სამედიცინო შემოწმება 2025 წლის ივლისში გაიარეს, რის შემდეგაც მასშტაბური გამოძიება დაიწყო, რომლის დროსაც გაირკვა, რომ ტყვიით მოწამვლის მიზეზი საბავშვო ბაღის სამზარეულოში მომზადებული საკვები გახდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაღის თანამშრომლებმა კერძებს მკვეთრი და მიმზიდველი ფერის მისაცემად განზრახ დაამატეს საკვებად უვარგისი, ტყვიის მაღალი შემცველობის საღებავი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრობა მიესაჯათ, ბაღის მფლობელს კი - უვადო თავისუფლების აღკვეთა.
როგორც South China Morning Post წერს, ეს ჩინეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალია.
გამოძიების ვერსიით, სასადილოს თანამშრომლებმა, ხელმძღვანელობის თანხმობით, ინტერნეტით დეკორატიული საღებავი შეიძინეს, გააზავეს და საკვებში შეურიეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ საღებავი ტყვიას შეიცავდა. პროდუქტის ეტიკეტზე კი მკაფიოდ იყო მითითებული, რომ იგი საკვებში გამოსაყენებლად სახიფათო იყო. საბოლოოდ, სასამართლომ საბავშვო ბაღის ექვს თანამშრომელს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, რაც დაახლოებით, 194 545 ლარია. ბაღის დირექტორს, ჟუ ძინლინს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და 300 000 იუანის (116 727 ლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა მიესაჯა. სასადილოს ოთხ თანამშრომელს - ნიუ აიიუანს, ვენ იაფჩანს, ხე სიუშიასა და ან ჩუნლინს - ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა და ჯარიმები დაეკისრათ.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წელს ტესტირებაზე 12 600-მდე მსურველი დარეგისტრირდა
24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა