სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის - რა წერია კანონში და როდის, რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 
05-11-2026
-
+


სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლისთვის ერთნაირად არ მოქმედებს. კანონმდებლობა ადგენს სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულებას, ამასთანავე, ითვალისწინებს გარკვეულ შემთხვევებში აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლების შესაძლებლობას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ, როდის შეუძლია მოსწავლეს ფორმაზე უარის თქმა და რა შემთხვევაში არ აქვს სკოლას უფლება, მას ფორმის ჩაცმა მოსთხოვოს.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სასკოლო ფორმის ტარების წესი მოსწავლის საფეხურისა და სკოლის სტატუსის მიხედვით განსხვავდება.

საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ფორმის ტარება სავალდებულოა - ეს ვალდებულება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა.

თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისსაც ითვალისწინებს: დაწყებითი საფეხურის მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულებისგან შეიძლება გათავისუფლდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამისთვის აუცილებელია საჯარო სკოლასა და სამინისტროს შორის წერილობითი შეთანხმება.

როდის შეუძლია მოსწავლეს დასაბუთებული უარის თქმა? - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, საჯარო (ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე) და კერძო სკოლებს უფლება აქვთ, დააწესონ სასკოლო ფორმა, თუმცა ისე, რომ ამით არ შეიზღუდოს მოსწავლისა და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება.

ამავე პუნქტის თანახმად, მოსწავლესა და მასწავლებელს უფლება აქვთ, დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.  ეს ნიშნავს, რომ საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეებს საჯარო სკოლებში, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს, კანონით აქვთ ფორმის ტარებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია, რომ კანონში უარის თქმის კონკრეტული საფუძვლები არ არის ჩამოთვლიი, შესაბამისად, თითოეული შემთხვევა მისი გარემოებებისა და წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.

აღსანიშანავია, რომ თუ ოჯახს ფორმის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, კანონის მიხედვით სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოსწავლეს ფორმის შეძენა არ შეუძლია, სკოლა ვალდებულია, თავად უზრუნველყოს იგი შესაბამისი ტანსაცმლით. შესაბამისად, ფინანსური მდგომარეობის გამო მოსწავლე არ უნდა აღმოჩნდეს სასკოლო ფორმის გარეშე და ეს გარემოება სკოლის მხრიდან მოსწავლის დასჯის საფუძველი არ უნდა გახდეს.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? - მთავარი განსხვავება ისაა, რომ საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე ფორმის ტარება სავალდებულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლება სამინისტროსთან წერილობით შეთანხმებას საჭიროებს. ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე საჯარო სკოლებსა და კერძო სკოლებში მოსწავლეს შეუძლია ფორმის ტარებაზე დასაბუთებული უარის თქმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება