სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N37 სკოლის მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გასაცნობად უნივერსიტეტს ესტუმრნენ
09-11-2026
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გასვლითი ღონისძიება თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას მიეძღვნა. 

„ტექნოლოგიების საუკუნეში“ მოზარდთა ინტერესი ტექნოლოგიური მიღწევების მიმართ დღითიდღე იზრდება“,- აღნიშნავენ თბილისის N37 საჯარო სკოლაში გასვლითი ღონისძიების მნიშვნელობაზე საუბრისას და დასძენენ, რომ 7 ნოემბერს, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები პედაგოგების - ეკატერინე თედიაშვილისა და თამარ ჯოხაძის ხელმძღვანელობით თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო.

უმაღლეს სასწავლებელში მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს და მათ გამოყენებას გეოდეზიასა და კარტოგრაფიაში.

მოსწავლეებს უმასპინძლა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი კაპანაძემ. 

„დაინტერესება მოსწავლეთა მხრიდან იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს დღე სამომავლო პროფესიის ორიენტირადაც იქცეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და მსგავსი ღონისძიებებით მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება