სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა 
09-11-2026
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ შეუერთდა. 

იელის საჯარო სკოლის პატარებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველკლასელებთან ერთად, მესტიის სათავგადასავლო პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ნერგი დარგეს. 

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის საინტერესო გამოცდილება გახდა, მოსწავლეები ხეების გაზრდა-გახარებას მომავალშიც დააკვირდებიან და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობას უკეთ გააცნობიერებენ. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება