სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები, ეტალონი, საინტერესო , იაზროვნე

საგნობრივი ოლიმპიადა ინგლისური ენის ტესტირებით დაიწყო - შეამოწმე საერთაშორისო ენის ფლობის დონე და „დაჩექინდი“ ეტალონის“ წარმატების რუკაზე
27-10-2026
-
+


დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის შემოდგომის სეზონი დაიწყო!

27 და 28 ოქტომბერს ინგლისური ენის ტესტირება ჩატარდება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აძლევს შანსს, გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები, აღმოაჩინოს, თუ რამდენად ფლობს საერთაშორისო ენას, მოიპოვოს საჯარო აღიარება და გადადგას ნაბიჯი დიდი წარმატებისკენ!

ტესტის შესახებ:

II-XI კლასელებისათვის ინგლისური ენის ოლიმპიადა შედგება უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული კომპეტენციების ფარგლებში აღიარებული 5 დონისგან:
1 - A1 Level (Beginner) - დამწყები 
2 - A2 Level (Elementary) - ენის საბაზისო ცოდნა
3 - B1 Level (Intermediate) - საშუალო დონე
4 - B2 Level (Upper-Intermediate) - საშუალოზე მაღალი დონე
5 - C1 Level (Advanced) - მაღალი დონე

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ოლიმპიადებში ჩართვა უკვე პირველი კლასის მოსწავლეებსაც შეუძლიათ - მათთვის ტესტები შედგენილია ასაკის ზოგადი შესაძლებლობების გათვალისწინებით (ასაკობრივი და წინარე მასალის გამოყენებით) და ორიენტირებულია ორ მთავარ მიზანზე:
• ციფრული და ტექნოლოგიური უნარების ჩამოყალიბება;
• ტესტირების პროცესში მუშაობისა და საკუთარი ცოდნის გამოცდის უნარების განვითარება.

მყისიერი შედეგი: მონაწილეები ტესტის დასრულებისთანავე მიიღებენ სპეციალურ სახელობით ონლაინ სიგელს, ხოლო ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, შედეგების მიხედვით, მიღებული ქულების შესაბამისად:
100–91 ქულა - გამოვლინდებიან ოქროს დიპლომის მფლობელები;
81–90 ქულა - გამოვლინდებიან ვერცხლის დიპლომის მფლობელები.

მათი სახელობითი ონლაინ დიპლომები კი სახალხოდ განთავსდება. 

ასევე გამოვლინდებიან უმაღლესი ხუთი ქულის მფლობელი მოსწავლეები, რომელთა შესახებ, მეორე სემესტრში, გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები:
·      საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
·      სკოლაში

ძვირფასო მოსწავლეებო, წინ საინტერესო გამოწვევაა! გახსოვდეთ: მთავარი გამარჯვება ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაა. წარმატებას ვუსურვებთ „ეტალონის“ დიდი ოჯახის წარმომადგენელ თითოეულ ოლიმპიელს ინგლისური ენის დაუფლებისა და წინსვლის ამ საინტერესო გზაზე - შრომა, მონდომება და ცოდნა ყოველთვის ფასდება!

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: I კლასი და II-XI კლასი

ასევე იხილეთ:

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყება!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება