| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ, მოსწავლეები კი აქტიურობითა და საინტერესო ინიციატივებით გამოირჩევიან.
ონოღიას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის გაკვეთილზე, პროექტის სახით შექმნეს და დაგეგმეს საგაკვეთილო პროცესი, თემაზე - „მსოფლიო განმანათლებლები და მათი იდეები, სახელმწიფო მმართველობითი ფორმები“. მე-9 კლასელებმა აქცენტი გააკეთეს კონსტიტუციურ მონარქიასა და აბსოლუტური მონარქიაზე.
მოსწავლეები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ, თითოეულმა ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია და ფორმატის სახით წარადგინა აუდიტორიის წინაშე. მათ ისაუბრეს მმართველობითი ფორმების დადებით და უარყოფით მხარეებზე.
მოსწავლეებმა საინტერესოდ იმსჯელეს და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
საგაკვეთილო პროცესს ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი ცირა დარჯანია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა