სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო
08-10-2026
-
+


აჭარის განათლების სამინისტრომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ხულო,შუახევი, ქედა) დასაქმების მიზნით. კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 16 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

იხილეთ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული მასწავლებლის ფუნქციები:

ა) ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი; ბ) ხელი შეუწყოს არაფორმალურ განათლებას (საგნობრივი წრის შექმნა, დამატებით გაკვეთილების ჩატარება; შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება); 

გ) უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება სასწავლო პროცესში; დ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას და მოამზადოს ის განათლების შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის;

ე) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

ზ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;

თ) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი; ი) აწარმოოს პორტფოლიო;

კ) მოამზადოს შუალედური და საბოლოო ანგარიშები; ლ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო განაცხადი იხილეთ ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება