| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორ აიდა ჩახოიანისთვის წარმატებული სასწავლო წლის საფუძველი მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთვის უსაფრთხო და კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნაა.
მისი გაკვეთილები ღიმილითა და დადებითი განწყობის შექმნით იწყება. მოსწავლეთა დიდი გულშემატკივარი, მათთან ერთად იზიარებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და ახლის შეცნობის სიხარულს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და როდის არის სასწავლო პროცესი წარმატებული.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ბავშვებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება, მათი გაცნობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მოსწავლე თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებზე, ინტერესებსა და საჭიროებებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გავხადო სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, ინტერესით მონაწილეობენ და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- ღიმილით, დადებითი განწყობითა და ისეთი აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს სწავლის სურვილს უღვიძებს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- თამაშებს, სახალისო აქტივობებს, თვალსაჩინოებებს, სიმღერებსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- ამჩნევენ მის წარმატებას, აქებენ, უსმენენ და აგრძნობინებენ, რომ მისი თითოეული მცდელობა მნიშვნელოვანია.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ბავშვები თამაშით, აღმოჩენებითა და საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ, ხოლო მასწავლებელი მათთან ერთად იზიარებს ამ პროცესის სიხარულს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა