| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ხუციშვილმა რადიოეთერში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამა მიმართულია შორეული ბარის, ასევე მთის სკოლებში კვალიფიციური კადრის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.
აქედან გამომდინარე, ეკატერინე ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ პირებისთვის, ვისაც პროფესიაში შესვლა სურს და უმაღლესი სასწავლებელი ახალი დასრულებული აქვს, პროგრამაში ჩართვა სავალდებულო გახდეს:
„სამომავლოდ, ასეთი კადრებისთვის შესაძლოა სავალდებულო პრაქტიკის ნაწილი გახდეს აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გარდა ამისა, მან დაასახელა საგნები, რომლებშიც მაღალი მთისა და შორეული ბარის სოფლების სკოლებში, მასწავლებლების ყველაზე დიდი დეფიციტია:
„მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი... ის საგნებია, სადაც კვალიფიციური კადრის ყველაზე დიდი დეფიციტია მთისა და შორეული ბარის სოფლის სკოლებში; აღარაფერს ვამბობ საბუნებისმეტყველო საგნებზე, რომლის სპეციალისტებიც ყველგან დეფიციტურია“, - აღნიშნა ხუციშვილმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა