| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლაში მუნით ინფიცირების შემთხვევის გამოვლენისას მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვა და დაავადების შემდგომი გავრცელების პრევენცია. საჯარო სკოლების ნაწილში მუნის შესაძლო შემთხვევების გამოვლენის გამო, გთავაზობთ რეკომენდაციებს როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ისე მშობელბს.
მუნი კანის გადამდები პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ადამიანის კანში ჩაბუდებული ტკიპა (Sarcoptes scabiei). დაავადებას ახასიათებს ძლიერი ქავილი და გამონაყარი. მუნი შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანში და მისი გაჩენა არ ნიშნავს, რომ ადამიანი პირადი ჰიგიენის წესებს არ იცავს.
სასკოლო ასაკის ბავშვებში დაავადების დროული ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს დღის განმავლობაში ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ.
მუნის შესაძლო ნიშნებია: ძლიერი ქავილი, რომელიც ხშირად ღამით ძლიერდება; წვრილი წითელი გამონაყარი ან ბუშტუკები, განსაკუთრებით თითებს შორის, მაჯებზე, იდაყვებთან, იღლიებში, წელისა და მუცლის მიდამოებში; კანზე წვრილი, დაკლაკნილი ხაზები, რომლებიც ზოგჯერ ტკიპის სავალ გზას წარმოადგენს; კანის გაღიზიანება, ნაკაწრები და ხანგრძლივი ქავილით გამოწვეული დაზიანებები.
ბავშვებში გამონაყარი შესაძლოა ხელისგულებზე, ტერფებზე, თავისა და კისრის მიდამოებშიც გამოვლინდეს.
პირველადი ინფიცირების შემთხვევაში სიმპტომების გამოვლენას შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამ პერიოდში ადამიანს დაავადება უკვე შეიძლება ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა ნიშნები ჯერ არ აღენიშნება.
მნიშვნელოვანია: მხოლოდ ქავილი ან გამონაყარი მუნის არსებობას არ ადასტურებს. მსგავსი სიმპტომები სხვა კანის დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ექიმის შეფასება.
როგორ ვრცელდება მუნი? - მუნი ძირითადად ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან ხანგრძლივი, უშუალო კანით-კანთან კონტაქტის შედეგად. გადაცემა შესაძლებელია ოჯახის წევრებსა და სხვა ახლო კონტაქტებს შორის.
რა უნდა გააკეთოს სკოლამ საეჭვო შემთხვევის გამოვლენისას?
თუ მოსწავლეს აღენიშნება მუნისთვის დამახასიათებელი შესაძლო სიმპტომები, რეკომენდებულია:
1. მშობლის ინფორმირება - მშვიდად და კონფიდენციალურად, ბავშვისა და ოჯახის სტიგმატიზაციის გარეშე.
2. სამედიცინო კონსულტაციის რეკომენდაცია - მშობელს ეთხოვოს, მიმართოს ოჯახის ექიმს, პედიატრს ან დერმატოლოგს.
3. პირადი ინფორმაციის დაცვა - ბავშვის ვინაობისა და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს სხვა მოსწავლეებსა და მშობლებს შორის.
4. ჰიგიენური ზომების გაძლიერება - არ მოხდეს პირადი ნივთების, პირსახოცებისა და ტანსაცმლის გაზიარება.
5. საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია - დადასტურებული შემთხვევების ან რამდენიმე დაკავშირებული შემთხვევის გამოვლენისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და შესაბამისი სამედიცინო უწყებების მითითებებით.
ასევე გთავაზობთ რეკომენდაციებს მშობლებისთვის:
როდის შეიძლება მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში?
დაბრუნების დრო დამოკიდებულია დიაგნოზზე, დანიშნულ მკურნალობაზე. თუმცა მუნი ეფექტური მკურნალობის დაწყებიდან 12-დან 24 საათში აღარაა გადამდები, შესაბამისად სკოლაში დაბრუნებაც შესაძლებელია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა