სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

საშუალო სკოლის ატესტატი 98 წლის ასაკში - ოჯახის გამო მიტოვებული სწავლა და 80 წლის შემდეგ ახდენილი ოცნება
01-11-2026
-
+


აშშ-ში აიოვას შტატის მცხოვრებმა, 98 წლის პოლ ლიტლმა, საშუალო სკოლის ატესტატი აიღო 80 წლის შემდეგ, რაც ოჯახის სარჩენად მუშაობის დაწყების გამო სწავლის მიტოვება მოუხდა.

ლიტლი ქალაქ გრაიმსში დალას-სენტერის საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლა 1946 წელს უნდა დაემთავრებინა, თუმცა დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა, ამის შესახებ ტელევიზია CBS 19 იუწყება.

სკოლის დატოვების შემდეგ ლიტლი მრავალი წლის განმავლობაში ახლომდებარე გატრის ოლქში ფერმერობას მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად სასკოლო განათლების დასრულება ვერ შეძლო, ის და მისი გარდაცვლილი მეუღლე ელეონორი წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსწავლეებსა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს ეხმარებოდნენ. ბოლო 15-18 წლის განმავლობაში ლიტლი ადგილობრივი მოსწავლეების დასახმარებლად რეგულარულად გასცემდა თანხებს. 

მოგვიანებით ლიტლი მშობლიურ ქალაქში მდებარე ხანდაზმულთა საცხოვრებელში გადავიდა. მანამდე კი 50 ათასი დოლარი დალას-სენტერის საგანმანათლებლო ფონდს - DCG Education Foundation-ს - შესწირა. ფონდი სწორედ იმ სკოლასთან არის დაკავშირებული, რომლის დამთავრებაც მან თავის დროზე ვერ შეძლო. 

სკოლის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მხარდაჭერისთვის ლიტლისთვის მადლობა განსაკუთრებული ფორმით გადაეხადათ და მისთვის სიურპრიზი მოეწყოთ. 17 სექტემბერს სასკოლო ოლქის წარმომადგენლები ლიტლს ხანდაზმულთა საცხოვრებელში ესტუმრნენ და მას საშუალო განათლების საპატიო ატესტატი გადასცეს.

დალას-სენტერ-გრაიმსის სასკოლო ოლქის ხელმძღვანელის, სკოტ ბლუმის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გზით აღენიშნათ ლიტლის წვლილი ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებასა და ახალგაზრდების განათლებაში.

ლიტლის ისტორია სკოლის წარმომადგენლებმა DCG-ის საგანმანათლებლო ფონდისგან შეიტყვეს. დალას-სენტერში დაბრუნების შემდეგ ლიტლი ფონდს დაუკავშირდა და სკოლის კურსდამთავრებულებისთვის ფინანსური დახმარების შეთავაზება გადაწყვიტა.

„საგანმანათლებლო ფონდში პოლის ისტორიას მოგვიყვნენ. დალას-სენტერში დაბრუნების შემდეგ პოლმა ორგანიზაციას მიმართა და ჩვენს კურსდამთავრებულებს ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზა. მან DCG-ის საგანმანათლებლო ფონდს 50 ათასი დოლარი შესწირა და ახლა ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველწლიურად იღებენ სტიპენდიებს“, - აცხადებენ სასკოლო ოლქში.

მათი ინფორმაციით, ლიტლის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით განათლების მიღების შესაძლებლობა 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება