სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი, საინტერესო , იაზროვნე

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა მიშვნელოვანი სიახლეებით იწყება!
09-10-2026
-
+


„ეტალონისა“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადა იწყება - ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტს, სადაც ნიჭი, შრომა და მიზანსწრაფულობა ერთიანდება, მნიშვნელოვანი სიახლე აქვს - თუ აქამდე პროექტში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლეებს შეეძლოთ, ამიერიდან საკუთარ ცოდნას პირველკლასელებიც გამოავლენენ.

სიამაყით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროექტის სულჩამდგმელის, იდეის ავტორის - გოჩა ტყეშელაშვილის დამსახურებით, წლების განმავლობაში „ეტალონმა“ ათასობით ახალგაზრდას საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნა და გზა გაუკაფა დიდი მიზნებისკენ. სწორედ ბატონი გოჩას, მისი უშრეტი ენერგიისა და მოსწავლეებისადმი უსაზღვრო სიყვარულის დამსახურებაა, რომ პროექტმა წაშალა საზღვრები დიდ ქალაქებსა და პატარა სოფლებს შორის:

„ეტალონმა“ თითოეულ მოსწავლეს მისცა თანაბარი შანსი, გამხდარიყო საკუთარი კუთხისა თუ ქვეყნის სიამაყე!

„ეტალონმა“ და მისმა ავტორმა თაობებს ასწავლეს უმთავრესი - ცოდნა არის ძალა, რომელიც ცვლის სამყაროს, ხოლო ამ ცოდნის საჯარო აღიარება და დაფასება საზოგადოების პროგრესის უმთავრესი წინაპირობაა, საგნობრივი ოლიმპიადა​ კი ამ დიდი ტრადიციისა და გოჩა ტყეშელაშვილის საგანმანათლებლო ფილოსოფიის ღირსეული გაგრძელებაა.

მნიშვნელოვანია იცოდეთ:

› მყისიერი შედეგი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე ეკრანზე ხედავს თავის ზუსტ ქულას და დახარჯულ დროს.

› სახელობითი სიგელი - ყველა მონაწილეს ენიჭება ემოციურად მნიშვნელოვანი და მოტივაციის ამამაღლებელი ონლაინ სერტიფიკატი / სიგელი.

› წარმოჩენა  - გამოვლინდებიან ოქროს და ვერცხლის დიპლომის მფლობელები, მათი სახელობითი ონლაინ დიპლომები სახალხოდ განთავსდება „ეტალონის“ FB გვერდზე  

› წარმატების აღიარება - წარჩინებული მოსწავლეების (უმაღლესი ხუთი ქულის მფლობელი) მიღწევების შესახებ ოფიციალური საინფორმაციო წერილები ეგზავნება საქართველოს განათლების სამინისტროსა და შესაბამის სკოლებს, რაც მოსწავლის პირად საგანმანათლებლო პორტფოლიოში მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

› უნიკალური სტრუქტურა - ტესტის გამორჩეული სტრუქტურა და შეფასების სისტემა მოსწავლეებს უვითარებს სტრატეგიული აზროვნების უნარს: ისინი თავად წყვეტენ, როდის გარისკონ და როდის შეიკავონ თავი კითხვაზე პასუხის გაცემისგან.

› ციფრული და ტექნოლოგიური უნარების განვითარება - ონლაინ პლატფორმაზე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს ციფრულ გარემოში ორიენტაციისა და ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარს. ეს გამოცდილება ეხმარება მათ, თავდაჯერებულად აითვისონ მომავლისთვის აუცილებელი ციფრული კომპეტენციები. 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში: 

ქართული ენა და ლიტერატურა - ავლენს მშობლიური ენის გრამატიკულ ცოდნას, ტექსტის გააზრებისა და ლიტერატურული მასალის ფლობის დონეს;

მათემატიკა - მიზნად ისახავს სასკოლო მასალის ცოდნის გადამოწმებას და მათემატიკური აზროვნების ეფექტურად გამოვლენას;

ინგლისური ენა - აფასებს უცხოური ენის ლექსიკურ, გრამატიკულ და ფუნქციურ დონეს შესაბამისი დონის მიხედვით;

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - ორიენტირებულია არასასკოლო, ზოგად თვალსაწიერზე, ანალიტიკურ უნარებსა და ლოგიკურ მსჯელობაზე.

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის მონაწილეები იღებენ უნიკალურ პაკეტს საკუთარი მომავლისთვის:  პირველ რიგში, ეს არის საყოველთაო აღიარება, ავტორიტეტი თანატოლებსა და სასკოლო საზოგადოებას შორის, რაც მოზარდისთვის უდიდესი სტიმულია.

რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს და იხილეთ ჩამონათვალი ან დარეგისტრირდით ოლიმპიადის საგნების მიხედვით: 

•  ინგლისური ენა: I კლასი

•  ინგლისური ენა: II-XI  კლასი 

•  ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება

•  ქართული ენა და ლიტერატურა

•  მათემატიკა

მაშ ასე - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა იწყება!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება