| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იტალიური ენის მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, იტალიური განათლების ცენტრ „Polo per l’Istruzione Minerva“-სთან თანამშრომლობით, იტალიური ენის მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა იტალიური ენის 26-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების სასწავლო პროცესში დანერგვის მხარდაჭერას.
შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ორმაგი გამოწვევა — სასწავლო პროცესის დაგეგმვის მხარდაჭერა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას“. სემინარს უძღვებოდა სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ექსპერტი, იტალიური საგანმანათლებლო ასოციაცია „Flipnet“-ის პრეზიდენტი, პროფესორი მაურიციო მალიონი (Maurizio Maglioni).
მონაწილეებმა იმსჯელეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგების გზებზე, კომპეტენციებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების მნიშვნელობაზე. ასევე განიხილეს შეფასების ახალი კრიტერიუმები და მოსწავლეებში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გააზრებულად და პასუხისმგებლობით გამოყენების უნარების განვითარების შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პრაქტიკული ვორკშოპიც, რომლის მონაწილეებმა იმუშავეს სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მისი დახმარებით სასწავლო ერთეულების (Unità di Apprendimento – UdA) შემუშავებაზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად