სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...
29-10-2026
-
+


ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სისტემის ღრმა და კომპლექსური რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, სწავლის ხარისხის ამაღლებასთან ერთად, პედაგოგების განსაკუთრებული ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა.

„მასწავლებლებს საათზე დაახლოებით 2 ლარი მოემატებათ“...

განათლებული და პატრიოტი მომავალი თაობების აღზრდაში მთავარი როლი სწორედ პედაგოგებს აკისრიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნიჭიერი ახალგაზრდობის მონდომებასთან ერთად, პედაგოგთა დაუღალავი შრომის დამსახურებაა, რომ გლობალურად საგანმანათლებლო მიღწევების კლების ფონზე, საქართველომ PISA 2025-ის კვლევაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. კვლევის მიხედვით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შედეგების გაუმჯობესების თვალსაზრისით საქართველო მონაწილე 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს, ხოლო მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. იაკობ გოგებაშვილმა დაგვიტოვა უძვირფასესი მემკვიდრეობა - რწმენა იმისა, რომ ერის მომავალი სკოლასა და მასწავლებელზე დგას. დღეს თქვენ, ჩვენი პედაგოგები, ამ დიდ მისიას ღირსეულად ემსახურებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს სახელოვნად გავლილი გზისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და ამაგისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და პედაგოგებს მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება