სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო , იაზროვნე, კონკურსი

აღიარებული ნიჭი და დაფასებული შრომა - „ეტალონის“ წარჩინებული საგნობრივი ოლიმპიელების მიღწევები სამინისტროსა და სკოლებს წელსაც ოფიციალურად წარედგინა
25-09-2026
-
+


წარმატებული „ეტალონელებისა“ და მათი საამაყო მიღწევების შესახებ მთელმა ქვეყანამ უნდა შეიტყოს - ჩვენი საგანმანათლებლო პროექტის ფილოსოფია უცვლელია და სიამაყით ვაცხადებთ, რომ ტრადიცია გრძელდება - „ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ლიდერთა ათეულებისა და აბსოლუტური ჩემპიონების წარმატების შესახებ ოფიციალური საინფორმაციო წერილები როგორც მათ მშობლიურ სკოლებში, ისე განათლების სამინისტროში წელსაც გაიგზავნა! 

ეს აღიარება ფორმალობა კი არა, თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა!

აღსანიშნავია, რომ „ეტალონის“ მიერ გაგზავნილი წერილები წარმოადგენს დოკუმენტურად გამყარებულ, ხელშესახებ მტკიცებულებას იმისა, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში შესაძლებელია მწვერვალების დაპყრობა და კიდევ ერთხელ, ვაცხადებთ: დღეს თქვენი მიღწევებით არა მხოლოდ ოჯახი, არამედ მთელი სასკოლო საზოგადოება და სახელმწიფო ამაყობს.

მათთვის კი, ვინც ახლა აპირებს შემოუერთდეს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას, მცირე შემეცნებით პრეზენტაციას წარმოვადგენთ:

რატომ „ეტალონი“ - არაფორმალური განათლების ეროვნული ფლაგმანი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მოსწავლეთა წარმოჩენის იდეით. ოლიმპიადებში შედეგი არის მყისიერი - მოსწავლე ტესტის დასრულებისთანავე იგებს საკუთარ ქულას და ინტელექტუალურ ორთაბრძოლაში დახარჯულ დროს. 

ტესტების უნიკალური სტრუქტურა ბავშვებს უვითარებს უმნიშვნელოვანეს უნარს - შეზღუდულ დროში მიიღონ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილებები, მართონ ემოციები და შეიმუშაონ საკუთარი სტრატეგია, რაც მათი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე წარმატების გარანტია.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადაში? - ოლიმპიადები ტარდება იმ ფუნდამენტურ საგნებში, რომლებიც მოსწავლის ანალიტიკურ და ჰუმანიტარულ აზროვნებას აყალიბებს:

ქართული ენა და ლიტერატურა - ამოწმებს მშობლიური ენისა და ლიტერატურის ცოდნას და ავითარებს მსჯელობის, მდიდარი ლექსიკისა და ენობრივ-გრამატიკული საშუალებების ფუნქციურად გამოყენების უნარს;

მათემატიკა - მიზნად ისახავს სასკოლო მასალის ცოდნის გადამოწმებას და ხელს უწყობს მათემატიკური, ლოგიკური აზროვნების ეფექტურად გამოვლენას;

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - ორიენტირებულია პრაგმატულ, კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებაზე, რაც ბავშვს სამყაროს ფართოდ აღქმასა და გონების განვითარებაში ეხმარება;

ინგლისური ენა - ტესტირება ეყრდნობა უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპულ კომპეტენციებს და მოიცავს 5 ძირითად დონეს, დაწყებული ელემენტარულიდან (A1), უმაღლეს (C1) საფეხურამდე.

სახელობითი სიგელი, როგორც წარმატების თვალსაჩინოება - ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სასიხარულო მომენტი მოსწავლისთვის ტესტის დასრულებისთანავე სახელობითი ონლაინ/ციფრული სიგელის მინიჭებაა. 

ვისაც ლიდერობა და  საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა გსურთ, გაცნობებთ, რომ:

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის შემოდგომის სეზონი მალე აიღებს სტარტს, სადაც კვლავ შეეძლებათ მოსწავლეებს გახდნენ სკოლისა და ქვეყნის საამაყო - ეტალონი მოსწავლეები!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება