| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის მთავარ სიახლეებს ფორმების შემოღებასა გაკვეთილზე მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას მიესალმებიან.
სკოლის დირექტორის - ამბარცუმ არაკელიანის შეფასებით, სასკოლო ფორმები და მობილური ტელეფონების გამოყენებასთან დაკავშირებული ცვლილებები მოსწავლეებში დისციპლინის განმტკიცებას და მოსწავლეები გაკვეთილებზე მეტად მობილიზებულნი იქნებიან.
როგორც დირექტორი აღნიშნავს, მისთვის მთავარი განათლების ხარისხი, დისციპლინა, ჯანსაღი გარემო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები სასწავლო პროცესის დაფუძველია. სწორედ ამიტომ, ახალ რეგულაციებს დადებითად შეხვდა.
„სასკოლო ფორმების შემოღება ძალიან დროული და აუცილებელი იყო. პირველ რიგში, ფორმები ხარისხიანი, კომფორტული და თანამედროვეა. ლამაზად გამოწყობილი ჩვენი სამი პირველკლასელის დანახვა ყველას განსაკუთრებულად გვახარებს. დანარჩენი მოსწავლეები და მათი მშობლებიც ელოდებიან, როდის იქნება მათთვისაც ხელმისაწვდომი. ფორმა მოსწავლეს გამორჩეულ იერსახეს სძენს და გარკვეულწილად მეტ პასუხისმგებლობასაც აკისრებს. ძალიან გამიხარდება, თუ ამ ფორმებით უფროსკლასელებიც შეიმოსებიან“, – აღნიშნავს ამბარცუმ არაკელიანი.
დირექტორი დადებითად აფასებს გაკვეთილების მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვასაც. მისი თქმით, სკოლაში პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ყველა საკლასო ოთახთან სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც მოსწავლეები მობილურ ტელეფონებს გაკვეთილების დაწყებამდე ინახავენ. როგორც დირექტორი განმარტავს, ამ პროცესს მოსწავლეების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია. გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებია, როდესაც მოსწავლეს ოჯახთან დაკავშირება ან შემომავალ ზარზე პასუხი სჭირდება. ასეთ დროს ტელეფონით სარგებლობა კლასის დამრიგებლის ნებართვითა და ზედამხედველობით არის შესაძლებელი.
„მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივა მოსწავლეებს გაკვეთილზე კონცენტრირებაში ძალიან დაეხმარება. ისინი უფრო მობილიზებულები არიან, მასწავლებელს მეტი ყურადღებით უსმენენ დასასწავლო პროცესშიც აქტიურად ერთვებიან. როცა მოსწავლეს ყურადღება ტელეფონისკენ, თამაშისა და გართობისკენ აღარ აქვს მიმართული, ეს, ბუნებრივია, პედაგოგისთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს. გაკვეთილზე მოსწავლემ ცოდნა უნდა მიიღოს და მაქსიმალურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. დარწმუნებული ვარ, ეს ცვლილება საბოლოოდ დადებით შედეგს მოგვცემს და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ამბარცუმ არაკელიანის თქმით, მისთვის თითოეული მოსწავლე ძვირფასია და ყველა ცვლილების მთავარი მიზანი სწორედ მათი განვითარება და წარმატებაა. დირექტორი განსაკუთრებით აფასებს იმას, რომ მოსწავლეები ახალ წესებს შეგნებულად ეკიდებიან და აცნობიერებენ, რომ ეს მათი წარმატებული მომავლისთვის კეთდება.
„ჩემთვის თითოეული მოსწავლე ძვირფასია. მინდა, ყველა წარმატებული იყოს და მიხარია, რომ ეს სიახლეები სწორედ მათი წინსვლისა და უკეთესი მომავლისთვის კეთდება. სასიხარულოა, რომ თავად მოსწავლეებიც ამას შეგნებულად და გააზრებულად უყურებენ. ბევრი განათლებული ადამიანი ქვეყნის წარმატების გარანტიაა. ამიტომ, ახალგაზრდებო, ისწავლეთ, შეეჩვიეთ დისციპლინას და აუცილებლად ბევრს მიაღწევთ!“ – მიმართავს მოსწავლეებს ამბარცუმ არაკელიანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა