| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის დირექტორ ელვირა ქეიანისთვის პრიორიტეტია მოსწავლემ სკოლიდან რაც შეძლება მეტი ცოდნა წაიღოს, ამიტომ სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვაზე აქტიურად ზრუნავს.
სასწავლო პროცესის ორგანიზების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა - სასკოლო ფორმების შემოღება და გაკვეთილების დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვა დირექტორი ელვირა ქეიანი დადებითად აფასებს.
„სრული პედაგოგიური გუნდი, ჩემი ხელმძღვანელობით, ორიენტირებულნი ვართ, რომ მოსწავლეებს სრულყოფილი განათლება მივცეთ და მათ განვითარებაზე ვიზრუნოთ. სწორედ ამიტომ, მივესალმებით იმ სიახლეებს, რომლებიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება. სასკოლო ფორმების შემოღებას მთელი სასკოლო საზოგადოება და თავად მოსწავლეებიც დიდი სიხარულით შეხვდნენ. მიმაჩნია, რომ ფორმა თანასწორობის განცდას ქმნის და ამასთან, ყურადღების კონცენტრაციას, სასწავლო პროცესში ჩართულობასა და დისციპლინას უწყობს ხელს. აღარ იქნება საუბარი - თუ ვის რა ბრენდის ან ფასის ტანსაცმელი აცვია - ყველა მოსწავლე სკოლაში ერთნაირად მოწესრიგებული და ლამაზად ჩაცმული მოვა.
ახლა მეორე ეტაპს ველოდებით, რომლის ფარგლებშიც, ფორმებს მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები მოირგებენ. სამომავლოდ, ვისურვებდი სკოლაში ყველა მოსწავლე ერთიანი სამოსით დადიოდეს. ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, მოსწავლე ნამდვილად ემსგავსება მოსწავლეს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
სკოლის ხელმძღვანელი ასევე მიესალმება სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვას. მისი თქმით, გადაწყევტილება დროული და მნიშვნელოვანია.
„მიხარია, რომ გაკვეთილები მობილური ტელეფონების გარეშე ტარდება. ეს გადაწყვეტილება დროული და მნიშვნელოვანია. ჩვენს სკოლაში ყველა კლასის წინ დამონტაჟებულია ტელეფონების შესანახი ყუთები და მოსწავლეები მობილურებს ყოველგვარი პროტესტის გარეშე ათავსებენ. ტელეფონი ბავშვს ყურადღებას უფანტავს - იქნება ეს შეტყობინებები, სოციალური ქსელები თუ სხვა გასართობი ციფრული კონტენტი. როდესაც მოსწავლეს გაკვეთილზე ტელეფონი არ აქვს, ის გაცილებით მეტად არის მობილიზებული და სასწავლო პროცესზე ორიენტირებული. ამასთანავე, მოსწავლეები უფრო გახსნილები არიან და მასწავლებლებთან თუ თანაკლასელებთან რეალური კომუნიკაციის მეტი შესაძლებლობა აქვთ. ისინი უკეთ ინტეგრირდებიან სასკოლო საზოგადოებაში. შესვენებებზე, იმის ნაცვლად, რომ ტელეფონებში იყვნენ ჩაფლულნი, ერთმანეთს ესაუბრებიან, კამათობენ, მსჯელობენ და თამაშობენ - ისე, როგორც ბავშვებს შეეფერებათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელებისთვის, რომლებსაც ახალ გარემოსთან შეჩვევა, თანატოლებთან მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია სჭირდებათ.
მიხარია, რომ მოსწავლეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ერთმანეთს, ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა, საკუთარი შეხედულებების გამოხატვა და ერთმანეთის დაფასება. მიმაჩნია, რომ ეს სიახლე მათ განვითარებაზე დადებითად აისახება. ჩემი სურვილია, თითოეული მოსწავლე საკუთარ საქმეში წარმატებული იყოს, მიზნების მიღწევა შეძლოს და ადამიანებთან ურთიერთობა არ გაუჭირდეს. წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგებო“-, აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა