| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მშობლების ნაწილი 2027-2028 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა სკოლებში რეგისტრაციის საგამონაკლისო წესის შენარჩუნებას ითხოვენ. მათ სურთ I კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. აღნიშნული მოთხოვნით მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს განათლების სამინისტროს ინიციატივით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პირველ კლასში რეგისტრაცია მხოლოდ იმ ბავშვებს შეეძლოთ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებოდათ, თუმცა მშობლების უკმაყოფილებისა და გამოხმაურებების შემდგომ კანონის აღსრულებამ ერთი წლით გადაიწია და საგამონაკლისო წესი დაუშვეს.
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო
პეტიციის ავტორები ამბობენ: ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები და მშობლები, პატივისცემით მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს და გთხოვთ, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შენარჩუნებულ იქნას შესაბამისი გარდამავალი დებულება, რომელიც 2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს.
პეტიციის დასაბუთება და არგუმენტაცია
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია განათლების უფლება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მიგვაჩნია, რომ განათლების სისტემაში დანერგილი ნებისმიერი რეგულაცია უპირველესად უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც შესაძლოა სოციალური უთანასწორობის საფუძველი გახდეს.
სოციალური უთანასწორობის დაუშვებლობა: ამჟამად არსებული პრაქტიკით, ქვეყანაში ფუნქციონირებს კერძო და საერთაშორისო სკოლები, სადაც ბავშვის სასკოლო მზაობას აფასებენ სპეციალისტები. შესაბამისად, მატერიალური რესურსის მქონე ოჯახებს აქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრირონ შვილი სკოლაში, კონკრეტული სკოლის შიდა რეგულაციების შესაბამისად. საჯარო სექტორში აღნიშნული „საგამონაკლისო წესის“ გაუქმებამ შესაძლოა წარმოშოს აშკარა სოციალური უთანასწორობა: განათლების ხელმისაწვდომობა გახდეს დამოკიდებული ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობაზე, რაც ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს.
ბავშვის უფლებათა უპირატესობა: ბავშვის სასკოლო მზაობა არის ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და შემეცნებითი პროცესი და არა მხოლოდ ფორმალური, კალენდარული თარიღით განსაზღვრული მოცემულობა. მიზანშეწონილია, რომ დადგენილი რეგულაცია ეფუძნებოდეს ბავშვის ემოციურ-ფსიქოლოგიურ და აკადემიურ მზაობას და არა ხისტ ბიუროკრატიულ შეზღუდვებს, რომლებმაც მცირედი ასაკობრივი სხვაობის გამო შესაძლოა ბავშვს სრულფასოვანი სწავლის დაწყების შესაძლებლობა შეუზღუდოს.
განვითარების უწყვეტობა: აღნიშნული ასაკის ბავშვები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი წინასასკოლო მომზადების პროგრამებში. მათი ხელოვნურად დატოვება სკოლამდელი აღზრდის ეტაპზე, იმ პირობებში, როცა მათ უკვე გააჩნიათ საჭირო კომპეტენციები, ხშირ შემთხვევაში იწვევს ფსიქოემოციურ სტრესს, მოტივაციის დაქვეითებასა და განათლების უწყვეტობის დარღვევას.
პეტიციის მიზანი და თხოვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, 2027/2028 სასწავლო წლისთვის, შენარჩუნებულ იქნას გარდამავალი დებულება („საგამონაკლისო წესი“), რომელიც 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობას მისცემს;
აღნიშნული ჩარიცხვა განხორციელდეს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების საფუძველზე, ან კანონმდებლობით დადგენილი სკოლისთვის მზაობის შეფასების ობიექტური მექანიზმის გამოყენებით;
უზრუნველყოფილ იქნას განათლების სისტემაში თანასწორი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რათა თავიდან ავიცილოთ სოციალური მდგომარეობის საფუძველზე ბავშვთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.
გთხოვთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელოთ ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპით და არ დაუშვათ ფორმალური რეგულაციებით მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა. გვჯერა, რომ აღნიშნული თხოვნის გათვალისწინება უზრუნველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა