სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
02-11-2026
-
+


უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა, გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ბიურომ მიიღო.
 
წამყვან კომიტეტად განათლების კომიტეტი განსაზღვრა, სავალდებულო კომიტეტად კი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
 
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე პროექტი ორჯერ დახარვეზდა, რის გამოც პროექტის განხილვები ვერ იწყებოდა. ორივე შემთხვევაში, შენიშვნების გამოსასწორებლად, პროექტი ინიციატორებს დაუბრუნდათ.
 
შეგახსენებთ, რომ უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა მოძრაობა „ხმას” ეკუთვნის. ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში იგეგმება.
 
კანონპროექტის მიხედვით სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო უნდა იყოს, დაბალანსებული საკვებით და საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე უნდა მოიცვას, განურჩევლად ეკონომიკური მდგომარეობისა.
 
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასკოლო კვების მიზანი არის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა და მოსწავლეთა შორის ჯანსაღი კვებითი ჩვევების დამკვიდრება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება