| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზამთრის პერიოდში ორგანიზებული მასწავლებლის საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 30 ოქტომბერს სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ტესტირება ბევრ პედაგოგსა და მასწავლებლობის მსურველს აძლევს კომპეტენციის დადასტურების შანსს, არსებობს მკაცრი კრიტერიუმები, რომელთა გამოც გარკვეული პედაგოგები პროცესს მიღმა რჩებიან: ესენი არიან სპეციალური მასწავლებლები - მათ ზამთარში ტესტირება არ ეხებათ.
თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“
2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი და 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით eSchool-ის მონაცემებით ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც:
ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა;
დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია;
უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.
აღნიშნულ ჯგუფში შემავალ მასწავლებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების ტესტირებაში, რომელ საგანს/საგნებსაც ასწავლის (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა, ეთნიკური უმცირესობების ენებისა, სპორტისა, ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს 3 საგანი.
ბ) მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის მონაცემებით ასწავლის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე.
აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლით განსაზღვრული საგნის/საგნების ტესტირებაში რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.
გ) მოწვეულ მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის მონაცემებით ასწავლის იმ საგანს, რომელშიც:
არ აქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა;
არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.
აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ ტესტირებაში, რომელ საგანსაც ასწავლის და რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ერთი საგანი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად