| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლების შრომის აღიარება მხოლოდ პირადი წარმატება არ არის - ესაა სკოლის და იმ დიდი სიყვარულის გამარჯვება, რომელსაც მოსწავლეებს ყოველდღიურად უნერგავენ. 27 ოქტომბერს, ეროვნული ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა, რომელთა შორის ცაგერის მუნიციპალიტეტის, დეხვირის საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების პედაგოგი, გვანცა ჭაბუკიანი გახლავთ. მან დაამტკიცა, რომ დიდი საქმეების კეთება ყველგან შეიძლება, სადაც წრფელი გული ფეთქავს. ეს ჯილდო კი იმ დიდი სიყვარულის ანარეკლია, რომელსაც მასწავლებელი ყოველდღიურად თესავს თავის მოსწავლეებში.
„ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სახელით, უდიდესი სიამაყითა და სიყვარულით ვულოცავ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგს - გვანცა ჭაბუკიანს ამ უმნიშვნელოვანეს და დამსახურებულ აღიარებას, მასწავლებლის ეროვნულ პრემიას!
მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ჯილდო დასტურია იმისა, რომ თითოეული ბავშვის გულში ჩადებული შრომა და გულწრფელი ემოცია ყოველთვის პოულობს სათანადო ადგილს“, - ასე ულოცავს სკოლასა და პედაგოგს აღიარებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი სილაგაძე.
დირექტორი, ხათუნა ხეცურიანი კი გვიმხელს, რომ წარმატებასთან ერთად, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა: „ვულოცავ მთელ სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ აღიარებას, დაფასებას... მართლაც დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია მომავალი თაობების წინაშე. ვუსურვებ ჩვენს სკოლას, ჩვენს პედაგოგს, გვანცა ჭაბუკიანს ამ გამარჯვებას და აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სკოლისთვის გარემოსდაცვითი მიმართულება პრიორიტეტულია; მწვანე ჯილდოც გვაქვს და ვამაყობ, რომ სასკოლო სასწავლო ნაკვეთში მოგვყავს ზანდური და მახა - ქართული ხორბლის ეს უნიკალური ჯიშები. მე კი, როგორც სკოლის ხელმძღვანელი ბედნიერი ვარ, ამ ერთმა მარცვალმა თავისი მიმართულება რომ იპოვა და შედეგი გამოიღო. მჯერა, უამრავი წარმატება გველის“.
თავად გამარჯვებული პედაგოგი გვანცა ჭაბუკიანი კი აღნიშნავს, რომ მისთვის უდიდესი პატივი იყო ღვაწლმოსილი პედაგოგების გვერდით, სცენაზე დგომა:
„ვიცოდი, რომ სკოლის დირექტორმა და რესურსცენტრმა წარმადგინეს, თუმცა გამარჯვება მოულოდნელი იყო. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი საოცარი და დიდი მიღწევების მქონე ადამიანების გვერდით თუ მომიწევდა ყოფნა და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ეს... დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას და იმედი მაქვს, სხვებისთვისაც მაგალითი იქნება, რომ რეგიონებში, სადაც მიგრაცია ძალიან მაღალია, შეგიძლია აკეთო შენი საქმე და იყო წარმატებული...
ვამაყობ, რომ სკოლაში გვაქვს სასკოლო სასწავლო ნაკვეთი, სადაც მოგვყავს ხორბლის ენდემური ჯიშები, მახა, ზანდური; ამასთან ერთად, ცოტა ხნის წინ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პროექტში გავიმარჯვეთ და სათბურიც ავაშენეთ, რაც საშუალებას მოგვცემს, ბავშვებს განვუვითაროთ სხვადასხვა უნარი და ეს ყველაფერი იცით, რატომ კეთდება? - მინდოდა, საგნის ცოდნა მხოლოდ თეორიული არ ყოფილიყო და ეს ყველაფერი ბავშვებს პრაქტიკაში გადაეტანათ: მიწის სიყვარული, თავისი კუთხის სიყვარული, თავისი ხელით მოწეული მოსავალი დარწმუნებული ვარ, გაუჩენს ინტერესს, ჩაერთონ სოფლის ცხოვრებაში და იმავდროულად იყვნენ წარმატებულები საკუთარ პროფესიაში. მიხარია, რომ ნებისმიერ წამოწყებაში დირექტორისა და ჩემი კოლეგების მხარდაჭერა მაქვს, მით უმეტეს, დეხვირის სკოლა ჩემთვის მშობლიურია ... გული მწყდება, ახალგაზრდები რომ მიდიან და ტოვებენ კერას, ამიტომ ვცდილობ, მივცე მაგალითი, ყოველთვის დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს, იყვნენ წარმატებულები და ამისთვის არაფერს დავიშურებ“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად