| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა. დოკუმენტით განისაზღვრა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაცია იქნება 5-ეტაპიანი - აქამდე არსებულ საფეხურებს, იურიდიული მისამართის მიხედვით რეგისტრაციაც ემატება, რაზეც, ამ კონკრეტული ეტაპისთვის დარჩენილი თავისუფალი ადგილების 80 პროცენტის გამოყენება იქნება შესაძლებელი, ხოლო დანარჩემი 20 პროცენტი პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციაზე მიემართება.
ა) პირველ ეტაპზე – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის;
ბ) მეორე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში, რომელთა მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია, რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;
გ) მესამე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომელთა რეგისტრაციის (იურიდიული) მისამართი ემთხვევა, მინისტრის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებს (ტერიტორიულობის პრინციპით რეგისტრაცია);
დ) მეოთხე ეტაპზე – იმ კატეგორიის მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წრეს (საყოველთაო რეგისტრაცია);
ე) მეხუთე ეტაპზე – ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირთა რეგისტრაციისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების საჯარო სკოლაში წარუდგენლობის გამო გამოთავისუფლებულ ან თავისუფალ ადგილებზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
„წარმატებები ლუკას, წარმატებები ალპანის სკოლას!“