| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცივი ამინდის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება სკოლებში გათბობის საკითხი. მშობლებსა და მოსწავლეებს აინტერესებთ, როდიდან უნდა დაიწყოს სასწავლო დაწესებულებებმა გათბობის სისტემის გამოყენება, არსებობს თუ არა ამისთვის განსაზღვრული კონკრეტული თარიღი და რამდენი გრადუსი უნდა იყოს საკლასო ოთახებში.
გათბობის ჩართვა სკოლებში კონკრეტულ კალენდარულ თარიღს არ უკავშირდება. გადაწყვეტილება ამინდის პირობებისა და შენობაში არსებული ტემპერატურის გათვალისწინებით მიიღება. შესაბამისად, სკოლამ გათბობის სისტემა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც ამის საჭიროება არსებობს და სასწავლო გარემოში შესაბამისი ტემპერატურის შენარჩუნებაა აუცილებელი.
თუმცა არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც არეგულირებს სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებსა და ნორმებს. ბრზანებაში განსაზღვრულია რა ტემპერატურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში.
მოქმედი სანიტარიული ნორმების მიხედვით, სასწავლო ოთახებში ჰაერის ტემპერატურა 18–20°C-ის ფარგლებში უნდა იყოს. ცალკეული საგანმანათლებლო სივრცეებისთვის შესაძლოა განსხვავებული მოთხოვნებიც მოქმედებდეს.
ჰაერის ტემპერატურა (კლიმატური პირობების მიხედვით) უნდა შეადგენდეს:
ა) საკლასო ოთახებში, სასწავლო კაბინეტებში, ლაბორატორიებში 18-200 C;
ბ) სასკოლო სახელოსნოში – 15-170 C;
გ) სააქტო დარბაზში, სალექციო აუდიტორიაში, მუსიკის კაბინეტში, სადისკუსიო ოთახში – 18-200 C;
დ) ძირითადი დისციპლინების კლასებში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 19-210 C, დასაშვები – 18-220 C;
ე) სპორტდარბაზში, სექციური მუშაობის ოთახებში – 15-170 C;
ვ) პორტდარბაზის გასახდელებში – 19-230 C;
ზ) ექიმის ოთახში – 21-230 C;
თ) რეკრეაციულ ზონაში – 16-180 C;
ი) ბიბლიოთეკაში – 17-210 C;
კ) ვესტიბულსა და გასახდელში – 16-190 C.
რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, თუ სკოლაში ცივა? - თუ საკლასო ოთახებში ტემპერატურა შესაბამის ნორმას არ შეესაბამება და გათბობა არ არის ჩართული, მშობლებს შეუძლიათ საკითხით სკოლის ადმინისტრაციას მიმართონ და მოითხოვონ სათანადო პირობების უზრუნველყოფა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა