სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე, კონკურსი

„ეტალონელების“ პირველი ტრიუმფი და ოქრო-ვერცხლის დიპლომები ინგლისურის საგნობრივ ოლიმპიადაზე - ​დიდი ინტელექტუალური მარათონი დაიწყო!​
31-10-2026
-
+


ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებული, მოტივაციითა და ემოციებით დახუნძლული ახალი ეტაპი დაიწყო - 27-28 ოქტომბერს, izrune.ge-ს თანამედროვე ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით, ინგლისური ენის ოლიმპიადით „ეტალონის“ 2026 წლის შემოდგომის სეზონი წარმატებით გაიხსნა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადა იქცა უნიკალურ შესაძლებლობად საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ასეულობით მოსწავლისთვის - მათ შეძლეს არა მხოლოდ საკუთარი ლექსიკური თუ გრამატიკული ცოდნის, არამედ სწორი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარების დემონსტრირებაც.

დიდ საგანმანათლებლო დღესასწაულში მონაწილეობდნენ ბავშვები საქართველოს ყოველი კუთხიდან: კერძო და საჯარო, დიდი ქალაქებისა და მაღალმთიანი, შორეული სოფლის სკოლების წარმომადგენლები და რა თქმა უნდა, პატარა პირველკლასელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს „ეტალონთან“ ერთად დგამენ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

სწორედ ეს მრავალფეროვნება და ერთობა სძენს „ეტალონის“ საგნობრივ ოლიმპიადას განსაკუთრებულ ელფერს - ჩვენთან თითოეული მონაწილე გამარჯვებულია, რადგან აირჩია განვითარების გზა და დაამტკიცა, რომ ცოდნა არის უმთავრესი იარაღი, რომლითაც დიდ მომავალს ააშენებს.

შემოდგომის სეზონის პირველმა ტალღამ კი უკვე მოიტანა საამაყო შედეგები - გამოვლინდნენ ინგლისური ენის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის დიპლომის მფლობელი ნიჭიერი მოსწავლეები - ეს მათი შრომის, ნიჭისა და დაუღალავი მეცადინეობის დამსახურებული აღიარებაა. ამას ადასტურებს დამსახურებული დიპლომები, რომელთა ხილვა და ამ დიდი სიხარულის გაზიარება შეგიძლიათ მითითებულ [ბმულზე].

ჩვენ კი დავძენთ, რომ ინგლისური ენის ოლიმპიადა მხოლოდ დასაწყისია, „ეტალონი“ და izrune.ge კვლავაც აგრძელებენ გზამკვლევის როლის შესრულებას მომავალი თაობებისთვის - წინ კიდევ უამრავი აღმოჩენა, ემოცია და გამარჯვება გველის.

შემოდგომის სეზონი გახსნილია, ნიჭიერების ზეიმი კი გრძელდება - დაჩექინდი „ეტალონის“ წარმატების რუკაზე!

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში: 

ქართული ენა და ლიტერატურა - ავლენს მშობლიური ენის გრამატიკულ ცოდნას, ტექსტის გააზრებისა და ლიტერატურული მასალის ფლობის დონეს;

მათემატიკა - მიზნად ისახავს სასკოლო მასალის ცოდნის გადამოწმებას და მათემატიკური აზროვნების ეფექტურად გამოვლენას;

ინგლისური ენა - აფასებს უცხოური ენის ლექსიკურ, გრამატიკულ და ფუნქციურ დონეს შესაბამისი დონის მიხედვით;

ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლება - ორიენტირებულია არასასკოლო, ზოგად თვალსაწიერზე, ანალიტიკურ უნარებსა და ლოგიკურ მსჯელობაზე.

არ გამოგრჩეთ, დღესვე დარეგისტრირდით:

•  ლოგიკური აზროვნება და ზოგადი განათლების ოლიმპიადა

•  ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა

•  მათემატიკის ოლიმპიადა

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ „ეტალონის“ FB გვერდზე.

გახსოვდეთ, „ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს. გელოდებით შემოდგომაზე!

ოლიმპიადის სხვა სიახლეები იხილეთ განყოფილებაში „ეტალონი“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

„წარმოდგენამ კიდევ ერთხელ გვაზიარა დიდი ქართველი მოღვაწის ცხოვრებისა და ღვაწლის მნიშვნელობას“

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება