სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის
05-11-2026
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მიმდინარე პროცესების ეფექტიანად მართვის მიზნით, ახალი eSchool-ის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ფუნქციონალები ინერგება.

საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილ მომხმარებლებს შეუძლიათ, eSchool-ის ელექტრონულ სისტემაში დაამატონ წინასწარ განსაზღვრული ფუნქციები, მართონ შესაბამისი ჩანაწერები და გადაანაწილონ ისინი იმ მენტორ მასწავლებლებზე, რომლებსაც მათი შესრულების ვალდებულება ეკისრებათ.

მომხმარებლებისთვის მომზადებულია დეტალური ინსტრუქცია - დოკუმენტი მოიცავს სისტემაში ავტორიზაციის, ფუნქციების დამატების, მონაცემების შევსებისა და მათი მენტორ მასწავლებლებზე გადანაწილების ეტაპებს. ინსტრუქციას თან ახლავს ვიზუალური მასალა, რაც პროცესის სწორად განხორციელებას გაამარტივებს.

მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციების დამატება და გადანაწილება განხორციელდეს სისტემაში განსაზღვრული ვადებისა და პროცედურების დაცვით.

ახალი eSchool-ის სისტემის დანერგვა ეტაპობრივად გაგრძელდება, ხოლო სქემასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციონალების გამოყენების შესახებ დამატებითი ინსტრუქციები მომხმარებლებს ეტაპობრივად მიეწოდებათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის - რა წერია კანონში და როდის, რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება