სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS
23-10-2026
-
+


საშემოდგომო მიღების ფარგლებში, უმაღლეს პროფესიულ და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტები გამოცდას 24 და 25 ოქტომბერს ჩააბარებენ.
 
რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათები პროფესიული განათლების პორტალზე vet.ge უკვე ხელმისაწვდომია.
 
ბარათზე მითითებულია ტესტირების თარიღი, გამოცდის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი.
 
აპლიკანტთა შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების საფუძველზე განხორციელდება.
 
24 ოქტომბერს აპლიკანტები გამოცდას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ჩააბარებენ 25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში გაივლიან ტესტირებას.
 
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, წინასწარ გადაამოწმონ საგამოცდო ცენტრის მისამართი და გაითვალისწინონ გამოცდაზე გამოცხადების დრო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

შეხვედრის მოაწილეებმა განიხილეს სკოლის განვითარების სამომავლო გეგმები, პერსპექტივები და ინოვაციური მიმართულებები

 

პედაგოგებმა ბავშვებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს

გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო, იმერეთის ნაკლებადცნობილი ღირშესანიშნაობის ადგილზე მონახულება და შემეცნება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება