| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებლის სახლის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა რადიოეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში 80 პედაგოგის შერჩევა.
მისი თქმით ჯამში შევიდა დაახლოებით 250 განაცხადი და დასძინა, რომ შერჩეულ პედაგოგებს გაუფორმდებათ ორი შრომითი ხელშეკრულება - ცენტრიც გადაუხდის 1600 ლარიან ხელფასს და სკოლაშიც მიიღებენ ანაზღაურებას საათობრივი დატვირთვის შესაბამისად.
ცენტრის დირექტორის თქმით, შერჩეულ მასწავლებლებს გაუფორმდებათ ხელშეკრულება 1-წლიანი ვადით, თუმცა შემდეგ სკოლა ვალდებული იქნება ვაკანსია. რაც შეეხება პროგრამის კონსულტანტმასწავლებლები კი როტაციით, სხვა სკოლაში გადანაწილდებიან.
გარდა ამისა, ეკა ხუციშვილმა ისაუბრა, რა უპირატესობით სარგებლობენ ეს პედაგოგები: „მათი ერთ-ერთი მოვალოებაა იზრუნონ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, გაუზიარონ მათ გამოცდილება, ცოდნა და კომპეტენცია. ჩვენი კონსულტანტმასწავლებლებს ის უპირატესობა აქვთ, დანარჩენ მასწავლებლებთან შედარებით, რომ მათთვის ხელმისწავდომია ჩვენი ცენტრის ყველა ტრენინგი; შემდეგ ეს გამოცდილება უნდა შეიტანონ სკოლებში, სადაც მივლენილნი იქნებიან პროგრამის მასწავლებლების სახელით“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად