| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საბავშვო ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი ამოიღეს - ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს ერთგვარი პრევენციაა და არ ნიშნავს, თითქოს ნოროვირუსის გავრცელების მიზეზი რძის ნაწარმი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაღებში აღნიშნული პროდუქცია კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმეს, მანანა ღვინცაძეს შეაქვს.
„რძის პროდუქტი დაბრუნდება მენიუში, როგორც კი კვლევები დასრულდება“, - ამბობენ სააგენტოში.
რა გახდა ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი, ოფიციალური უწყებები ჯერჯერობით ერთ ვერსიაზე არ შეჯერებულან, თუმცა გამოწვევად ნოროვირუსი უკვე სახელდება, ხოლო თავად ნოროვირუსი დაბინძურებული საკვების ან წყლისგან ვრცელდება.
ინფორმაციისთვის: 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მოგვიანებით თქვა, მიმართვიანობის მაჩვენებელმა 100-ს გადააჭარბა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს