სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალერტკარის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს კვირეული მიეძღვნა
01-03-2024
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული კვირეული გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები ჩატარდა და მასში ყველა კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე, აქტივობები ტარდებოდა როგორც საკლასო ოთახში, ასევე ბიბლიოთეკაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის მომზადებაში ჩართულნი იყვნენ პედაგოგები: მანანა ჭითანავა, ლიანა საჯაია, ნინო ჭანია, მაკა ბებია, ეკა მიქაია, რიტა გულუა, თინათინ ლაგვილავა, ნანა ესებუა, ლალი ბარქაია და აზა ლემონჯარია. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, აქტიურად ჩაერთო დაწყებითი განათლების პედაგოგი - ნანა ესებუა, რომელმაც მე-4 კლასის მოსწავლეებთან ერთად, თავისივე სადამრიგებლო პირველ კლასს წაუკითხა და გააცნო ასაკზე მორგებული, მათთვის საინტერესო ლიტერატურული ნაწარმოებები.

დღე შთამბეჭდავი და ემოციებით სავსე აღმოჩნდა, როგორც მკითხველთათვის, ასევე მსენელებისთვისაც. მოსწავლეები ასევე  გაერთიანდნენ სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, გარშემო.

სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო სამკითხველო გარემო, სადაც  მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები საყვარელი წიგნებიდან და ურჩიეს ერთმანეთს, თუ რატომ უნდა გაცნობოდნენ ამა თუ იმ ნაწარმოებს. 

აღსანიშნავია, რომ ქართულის მასწავლებელმა, ლია საჯაიამ ისაუბრა წიგნის კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებაზე, მშობლის როლზე ამ პროცესში. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

წიგნის ხმამაღლა კითხვის ღონისძიებას საინტერესო აქტივობით შეუერთდა ანსამბლი „ირისეც“. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6,  მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მათი საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს ნაწყვეტები ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

კვირეულის ფარგლებში ,სკოლის მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმაც ხმამაღლა წაიკითხეს ფრაგმენტები მათთვის გამორჩეული სათავგადასავლო ლიტერატურული წიგნებიდან და რაც ემოციებით დატვირთულ, დასამახსოვრებლად მოგონებად იქცა.  

აღსანიშნავია, რომ კვირეულში მონაწილეობდნენ მე-2 და მე-3  კლასის მოსწავლეებიც, რომლებმაც კარგად გაიაზრეს ამ დღის არსი, მნიშვნელობა და ერთმანეთს შეხედულებები გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავ

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება