სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მტირალას ეროვნული პარკის წარმომადგენელმა გარემოსდაცვით საკითხებზე ლექცია-სემინარი ჩაუტარა
27-02-2024
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს გარემოზე ზრუნვასა და მის მოფრთხილებას დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ. ამის მაგალითია, ისიც, რომ მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. მოსწავლეები საინტერესო შეხვედრას დაესწრნენ - ეკოსაგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში,  მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების უფროსმა სპეციალისტმა საქართველოს დაცულ ტერიტორიებსა და მტირალას ეროვნული პარკის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, ლექცია-სემინარი ჩაატარა. 

პრეზენტაცია, რომელიც მოსწავლეებს წარუდგინეს, როგორც გვიყვებიან, ღრმადშინაარსიანი, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული და მრავლისმთქმელი იყო.

„დაცული ტერიტორიების სახით ბუნების უნიკალური სიმდიდრის გაცნობა, ამავდროულად გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გაანალიზება, ცხადად გვაჩვენებს, თუ რამხელა სიმდიდრე გვაქვს ხელის გულზე, მაგრამ ამავდროულად დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ მისი განადგურება სავალალო იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ სლოგანად ვაქციოთ „გვიყვარდეს ბუნება, დავიცვათ გარემო“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამ დღეს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ინფორმაციები მიიღეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. 

„დაცული ტერიტორიები-ჩვენი სიმდიდრეა. ხშირად გვესმის ტერმინი „მდგრადი განვითარება“, რომელიც გულისხმობს გარემოს შენარჩუნებას და შთამომავლობებზე გადაცემას მაქსიმალურად ჯანსაღი სახით. ეს იქნება ყველაზე კარგი მემკვიდრეობა, რაც კი შეიძლება მომავალ თაობას გადავცეთ.

ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, მჟავა წვიმები, ტყისა და ბიომრავალფეროვნების შემცირება - ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა,ეს ვალდებულება კი ჩვენი შინაგანი არსებიდან უნდა მოდიოდეს ზემოთ აღნიშნული პრობლემები უნდა გვაწუხებდეს. სულაც არ არის აუცილებელი დიდი რესურსები შევალიოთ გარემოზე ზრუნვას, რეალურად ჩვენი სულ მცირე სასიკეთო ქმედებაც კი დადებითი ეფექტის გამომწვევი იქნება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.  

მსგავსი შესხვედრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება