სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ცნობილი იაპონელი ქართველოლოგი ესტუმრა
12-02-2024
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. სკოლის დირექტორის ზურაბ ქისტაურის ხელმძღვანელობით სკოლას არაერთი საინტერესო ადამიანი სტუმრობს, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო თემებს აცნობენ.

ამჯერად, სკოლის ქართული  ენისა და ლიტერატურის  მასწავლებელმა და ამავდროულად დირექტორმა - ზურაბ ქისტაურმა მოსწავლეებს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი დღე მოუწყო და სკოლაში სტუმრად მიიწვია ცნობილი იაპონელი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი,  მთარგმნელი იასუჰირო კოჯიმა და ნაზი სარჯველაძე - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მომღერალი. 

„მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ: საკუთარი თვალით იხილეს და პირადად გაიცნეს ბატონი იასუჰირო  კოჯიმა“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა ღონისძიების გამართვამდე  უკვე  იცოდნენ, რომ იაპონელმა ქართველოლოგმა თავის  ქვეყანაში იაპონურ ენაზე გამოსცა „ქართული  ენის  სახელმძღვანელო“. თარგმნა  და იაპონურ ენაზე გამოსცა ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში შეტანილი ნაწარმოებები:

ნოდარ დუმბაძის -  „მე,  ბებია, ილიკო და ილარიონი“,  ვაჟა-ფშაველას პოემები: „სტუმარ-მასპინძელი“,  „ალუდა  ქეთელაური“,  „გველის  მჭამელი“.

მოთხრობები:  „შვლის  ნუკრის  ნაამბობი“, „ჩხიკვთა  ქორწილი“,  „ვერხვი“,  გიორგი  ლეონიძის  „მარიტა“, კონსტანტინე გამსახურდიას  „დიდი  იოსები“, „ქოსა  გახუ“ და რომანი „დიდოსტატის  მარჯვენა“, გურამ  რჩეულიშვილის „ალავერდობა“;  გოდერძი  ჩოხელის  „ხახმატის  მთვარე“ და „პაპა  ჩაღმას ფიქრები“, მიხეილ  ჯავახიშვილის „ეშმაკის  ქვა“ და „მართალი  აბდულა“.

მან ასევე შეადგინა  და  გამოსცა „იაპონურ-ქართული  ლექსიკონი“,  რომელშიც  10 000  სიტყვა  შეიტანა.  სტუმარმა, რეჟისორ  თენგიზ  აბულაშის  სამ  ქართულ  ფილმს („ნატვრის  ხე“,  „მონანიება“,  „ვედრება“)  იაპონურ  ენაზე  გაუკეთა  სუბტიტრები  და  თანამემამულეებს  აჩვენა.

აღსანიშნავია, ასევე, პედაგოგმა  ლეილა  არჩემაშვილმა  ღონისძიების  გამართვამდე მოსწავლეებს ტელეწამყვან ნაზი სარჯველაძის  აჩვენა სამი ტელეინტერვიუ  იაპონელ  ქართველოლოგთან.

​„ასე, მან აღსაზრდელებს უფრო  გაუღვივა  ინტერესი,   ახლოს  გაეცნოთ  უცხოელი  მეცნიერი,  რომელმაც  მათი  მშობლიური  ლიტერატურის  შედევრები  „ამომავალი  მზის  ქვეყნის“    მოსახლეობას  გააცნო და შეაყვარა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციული იყო. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ამ დღით, როგორც სკოლაში გვეუბნებიან მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

„შეხვედრამ უზომოდ  გულთბილ  ვითარებაში,  კითხვა-პასუხის რეჟიმში  ჩაიარა. მოსწავლეთა  სიხარულს  საზღვარი  არ  ჰქონდა - გაიცნეს  მთარგმნელი  და  ენათმეცნიერი, რომელმაც მათი ენა მშობლიურის მსგავსად შეიყვარა, ქართული  ლიტერატურა  იაპონელ  მკიხველს  გააცნო  და  შეაყვარა.  ამიტომ  უზარმაზარი  მადლობა  გადაუხადეს  სტუმარს. ასევე მათ დიდი  მადლობა გადაუხდეს ტელეწამყვანსა და  ჟურნალისტს ქ-ნ  ნაზი სარჯველაძეს ქართველოლოგ  იასუჰირო  კოჯიმასთან  ჩაწერილ  ძალიან  საინტერესო  სამი  ინტერვიუსთვის“, - ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება