სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გავლენას ახდენს პედაგოგის მომთხოვნი ტონი მოსწავლეებზე?
31-10-2025
-
+


ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მკაცრი, მომთხოვნი ტონი მოსწავლეებისგან სასურველი ქცევის მიღების საუკეთესო გზაა - ხელს უწყობს მათ მოტივაციას, გააკეთონ ის რაც სასწავლო პროცესის დროს მოეთხოვებათ. საინტერესო თუ რამდენად ჭეშმარიტია მათი შეხედულება?

საკითხში გარკვევა ესექსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორმა, სილკე პოლმანმა და რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორმა - ნეტა ვაინშტაინმა გადაწყვიტეს. მათ ექსპერიმენტის შედეგები გამოცემა - British Journal of Educational-ში  Psychology გამოაქვეყნეს. 

პირველ რიგში, მკვლევრებმა შეაჯამეს ის, რაც ამ თემაზე უკვე იყო ცნობილი სხვა სამეცნიერო კვლევებიდან:

  • ხმის მახასიათებლები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუ რამდენად წარმატებით იგებენ და აანალიზებენ ბავშვები ახალ ინფორმაციას;
  • მათ, ვინც არასდროს იცვლიან ხმის ტონს, უჭირთ ბავშვების ყურადღების კონტროლი;
  • სარგებლის მომტანია ხმის ტონის შეცვლა - ამ გზით მასწავლებლებს შეუძლიათ მოსწავლეებს მიუთითონ არასწორ პასუხზე და წაახალისონ. 

თუმცა, იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს მომთხოვნი ტონი მოსწავლეებზე, ცოტა რამ იყო ცნობილი. 

კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს სხვადაასხვა ტონი მოზარდებზე - მათ კეთილდღეობაზე, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთობის სურვილზე და ინტონაციის სამი ტიპი გამოყვეს:

  1. მოსწავლეთა დამოუკიდებელი ქმედებებისკენ წამახალისებელი ტონი. მკვლევარები მას ახასიათებენ, როგორც თბილ, თავაზიან, მაგრამ მაინც თავდაჯერებულ ტონს, რომლითაც მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილებისთვის მომზადების მნიშვნელობაზე მიუთითებს;
  2. მაკონტროლებელი: ეს არის დამაჯერებელი, მბრძანებლური ან განმსჯელი ტონი, რომლის მიზანია მოსწავლეებისთვის მითითებული ქმედებების შესრულება;
  3. ნეიტრალური.

სილკე პოლმანმა და ნეტა ვაინშტაინმა ივარაუდეს, რომ:

მაკონტროლებელი ტონი უარყოფითად აისახება მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, მასწავლებელებთან ურთიერთობის სურვილზე და მათ მზაობაზე, გაუზიარონ გამოცდილება პედაგოგს;

დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ტონი - სამივე ზემოთაღნიშნულ ფაქტორზე უფრო დადებით გავლენას ახდენს, ვიდრე მაკონტროლებელი და ნეიტრალური ტონი;

ექსპერიმენტი ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. მასში 10-დან 16-წლამდე 250 ბრიტანელი მოსწავლე მონაწილეობდა. მონაწილეებს სთხოვეს რამდენიმე საერთო კითხვაზე გაეცათ პასუხი, შემდეგ კი მოესმინათ სხვადასხვა ტონით წარმოთქმული წინასწარ ჩაწერილი რამდენიმე ფრაზა. მოსწავლეები გააფრთხილეს, რომ მათ მასწავლებელი ამბობდა. კვლევის ავტორები ფრაზების მნიშვნელობას არ ასაჯაროებენ, მაგრამ დასძენენ, რომ ისინი სასკოლო გარემოსთვის ჩვეულია

მოსწავლეებს შესთავაზეს აღეწერათ, რას იგრძნობდნენ, თუ პედაგოგი ამ ფრაზებს პირადად ეტყოდა. შემთხვევითობის პრინციპით მოსწავლეები ისმენდნენ ფრაზებს, მაკონტროლებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებლობის წამახალისებელი ტონით. 

ფრაგმენტები 80 წამს გრძელდებოდა. მოსმენის შემდეგ ბავშვებმა შეავსეს კითხვარი, რომლის მიხედვითაც მკვლევარებმა პირველ რიგში შეაფასეს, თუ როგორ აღიქვამდნენ მოზარდები კონკრეტულ ტონს. გრძნობების ინტენსივობა კი ერთიდან ხუთამდე შკალით უნდა შეეფასებინათ. ანკეტით ასევე ამოწმებდნენ მოსწავლეთა რეაქციას შესაბამის ტონზე.

რა აჩვენა ექსპერიმენტმა? 

მაკონტროლებელი ტონი ნეგატიურად აისახება მზარდების ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებზე

აღმოჩნდა, რომ მაკონტროლებელი ტონი მოტივაციას კი არ ზრდის, არამედ ძირს უთხრის მას. გარდა ამისა, მათ, ვინც მაკონტროლებელი ტონით წარმოთქმულ ფრაზებს უსმენდა, ნეიტრალურ ტონთან შედარებით, კეთილდღეობის დაბალი დონე და განცდების გაზიარების ნაკლები სურვილი გამოთქვეს. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: სკოლის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ სურვილი გულახდილები იყვნენ პედაგოგებთან, რომლებიც მათთან მომთხოვნი ტონით ურთიერთობენ. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ეს ეფექტი მხოლოდ 80-წამიანმა ჩანაწერმა გამოიწვია - სინამდვილეში კი ბავშვები მასწავლებლებს სასკოლო დროის 60%-მდე უსმენენ.

მხარდამჭერი ტონი ხელს უწყობს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას

მკლვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, მხარდამჭრი ტონი, უფრო ეფექტურია, ვიდრე მომთხოვნი, მოსწავლეებს დამოუკიდებელი ქმედებისკენ უბიძგებს, მაგრამ არ აღვიძებს სურვილს იყვნენ უფრო კომპეტენტურები (უკეთ გაუმკლავდნენ საქმეს).


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება