სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რუსეთის სკოლებში 12 წლიან სწავლებაზე გადასვლა განიხილება
31-10-2025
-
+


რუსეთში, 11-წლიანი სასკოლო განათლების 12-წლამდე გაზრდა სურთ. წინადადება რუსეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილემ - ვლადისლავ გრიბმა წამოაყენა. ამის შესახებ ონლაინ გამოცემა ТАСС წერს.

„სკოლებში12-წლიანი განათლების შემოღების აუცილებლობა დადგა, ისე, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. ბავშვები კი სკოლაში ექვსი წლიდან უნდა გავუშვათ“,- განაცხადა გრიბმა. 

მან აღნიშნა, რომ განათლებისადმი ასეთი მიდგომა დროის რეალიებით არის ნაკარნახევი. „ეს არა მხოლოდ აუცილებლობაა, არამედ დღევანდელობის მოთხოვნა. სასკოლო პროგრამა ყოველწლიურად რთულდება, უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია, მეტი საგანი, სამეცნიერო დისციპლინა. რიგ ქვეყნებში ხელოვნურ ინტელექტს თითქმის დაწყებითი სკოლიდან სწავლობენ. ამ მოცულობის ცოდნის დატევა რთულია 11 წელიწადში.

განთვითარებული ქვენების უმეტესობასი 12-წლიანი სწავლება 6 წლის ასაკიდან იწყება. ჩვენი ბავშვები არაფრით არიან უარესები, ვიდერე იაპონიაში, ჩინეთში ან ევროპაში. ჩვენ სრულად მომზადებულები ვართ ამ გარდამავალი პერიოდისთვის“,- განმარტა მდივნის მოადგილემ.

გარდა ამისა, გრიბმა აღნიშნა, რომ ბევრ ბავშვს პირველი კლასის პროგრამისთვის ხუთი ან ექვსი წლიდან ამზადებენ. 

„საბავშვო ბაღი, მოსამზადებელი ჯგუფები - კარგია, მაგრამ სისტემურ განათლებას ჩვენ მხოლოდ სკოლაში ვიღებთ. 12 და 6 წელი - ეს დღევანდელობის მოთხოვნაა და სხვა ქვეყნებში ეს ორი ან სამი ათწლეულის წინ დაინერგა“,- აღნიშნა მან. 

მისი აზრით, 12-წლიანი განათლების სისტემის დანერგვის საკითხი მომდევნო ერთი ან ორი წლის განმავლობაში უნდა განიხილონ და გადაწყდეს. „ეს ზოგად გავლენას მოახდენს სასკოლო განათლების ხარისხზე, რაც საუნივერსიტეტო და პროფესიული განათლების საფუძველია“, - ხაზგასმით აღნიშნა გრიბმა.

საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოადგილემ განმარტა, რომ ეს საკითხი სამომავლოდ აქტიურად განიხილება საზოგადოებრივ პალატაში, რუსეთის განათლების აკადემიასა და განათლების სამინისტროსთან არსებულ საზოგადოებრივ საბჭოში. „ვისურვებდით, რომ მასწავლებელთა და მშობელთა საზოგადოებებიც შემოუერთდნენ ამ დისკუსიას“,-დასძინა მან. 

1958-დან 1980 წლამდე რუსეთის სკოლებში სასკოლო განათლება 10 წელი გრძელდებოდა. 1980 წელს გაჩნდა მე-11 კლასი. 2001 წლიდან კი ყველა მოსწავლე მხოლოდ 11-წლიანი პროგრამით სწავლობს. 

„სკოლების ნაწილში უნდა გადავიდეთ 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე“ - კობახიძე

„დაწყებულია მუშაობა, რომ სასკოლო განათლება 12-წლიანი სწავლებიდან გადავიდეს 11-წლიან სწავლებაზე“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება