| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ენის გაკვეთილები მეტად საინტერესო. ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილებს სასწავლო მეთოდებითა და აქტივობებით უმრავალფეროვნებს.
ახლახან, მე-10 კლასელებმა გაიარეს ნაწყვეტი ლინდა მალალი ჰანთის ნოველისა - „თევზი ხეზე“.
წიგნის მთავარი გმირის, ელის ყოველდღიურობა სკოლაში მხოლოდ პრობლემებსა და ტკივილს უკავშირდება. ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც ელის ცხოვრებაში ჩნდება ახალი მასწავლებელი - მისტერ დენიელსი.
ნოველამ მასწავლებელი მერი ნერსესიანი შთააგონა მოსწავლეებისთვის მიეცა საინტერესო დავალება.
„ტექსტის გააზრების შემდეგ, სურვილი გამიჩნდა, მისტერ დენიელსის მსგავსად, მეც დამევალებინა მოსწავლეებისთვის საყვარელი ნივთების მოტანა, რათა უკეთესად გაგვეცნო ერთმანეთი. სახალისო აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეები ისაუბრებდნენ თუ რატომ არის ეს ნივთი მათთვის მნიშვნელოვანი და რა როლს თამაშობს მათი ცხოვრებაში“,- გვიყვება მერი ნერსესიანი და დასძენს, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა უკეთ გაცნობას, მათი ინტერესებისა და ფასეულობების გაგებას, და შექმნა კომფორტული, მეგობრული სასწავლო გარემო.
„გაკვეთილის დროს მეც გავაცანი ჩემი საყვარელი ნივთი, რაც მოსწავლეებთან უფრო ახლო და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სასწავლო პროცესში, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ნივთები, გაიმართა საინტერესო დიალოგიც“,- ამბობს მასწავლებელი, რომლის გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო, შემოქმედებითი და მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა