| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგნობრივი დისციპლინების გარდა, ტოლერანტობას ასწავლიან და სწორი ღირებულებების ფორმირებაში ეხმარებიან.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ინკლუზიური განათლების კლუბი - „ტოლერანტი“, რომლის წევრებიც სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ინკლუზიური განათლების კლუბმა ჩაატარა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის ერთმა ნაწილმა ისაუბრა დასწავლის უნარის დარღვევებზე, კონკრეტულ მახასიათებლებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე. მეორე ჯგუფი კი შეეცადა დაემსხვრია საზოგადოებაში გავრცელებული მითი, რომ დასწავლის უუნარობა ინტელექტის დაბალი დონის მაჩვენებელია და მაგალითისთვის პოსტერის სახით წარმოადგინა იმ ცნობილი ადამიანების ნუსხა, რომლებიც დისლექსიკები იყვნენ და არიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა