| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებასა და საბუნებისმეტყველო მიმართულებით, მოსწავლეთათვის საინტერესო აქტივობების შეთავაზებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, STEAM-ის ფარგლებში ფიზიკის პედაგოგმა - მანანა ნაჭყებიამ და ქიმიის პედაგოგმა - ინგა რატიამ, მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელეს პროექტი, რომელიც ეხება ხელმისაწვდომ და მდგრად ენერგიას.
STEAM პროექტი სახელწოდება - „პელტიეს ელემენტი“, გახლავთ.
პროექტი განხორციელდა ფიზიკისა და ქიმიის ინტეგრაციით განხორციელდა და მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
როგორც სკოლაში განმარტავენ, პროექტის თემის აქტუალობა შემდეგნაირი გახლდათ: 21-საუკუნეში განისაზღვრა გლობალური გამოწვევები და მიზნები, რომლის მიღწევა აუცილებელია უკეთესი და მდგრადი მომავლისათვის. ერთ-ერთი მიზანი ეხება ხელმისაწვდომ და მდგრად ენერგიას.ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ უკეთესი მომავლისათვის, ვიზრუნოთ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მომავალში ენერგია იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი,მოვიხმაროთ განახლებული ენერგია, გაიზარდოს ენერგოეფექტურობა და განვითარდეს ტექნოლოგიები.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გამოიკვლიონ ენერგიის ალტერნატიული წყაროები და შედეგები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით, სადაც ისინი ისაუბრებენ თუ როგორ ხდება თითოეული ენერგიის განახლებადი წყაროს მეშვეობით ელექტრული ენერგიის მიღება, რა არის მათი გამოყენებისთვის დადებითი და უარყოფითი მხარეები, როგორია მათი ხარჯთეფექტურობა. ასევე მოსწავლეებმა შეძლონ უშუალოდ სითბური ენერგიისგან ელექტრული ენერგიის მიღება, რისთვისაც ისინი გამოიყენებენ „პელტიეს ელემენტს“. მისი გამოყენებით ისინი შექმნიან თერმოელექტრულ გენერატორს.
ასევე, მოსწავლეებს განუვითარდეთ ანალიტიკური, შემოქმედებითი, თანამშრომლობის, დაგეგმვის, აღწერის, ანალიზის, გაზომვის, სიდიდეების გამოყენების,აღრიცხვის, დასკვნის გამოტანისა და ტრანსფერის უნარ-ჩვევები.
სკოლაში, ასევე გვიზიარებენ მოსწავლეთა გამოცდილებას:
მოსწავლეებმა იციან მუდმივი დენის კანონები, იციან ელექტრული ხელსაწყოების მოქმედების პრინციპი, შეუძლიათ ელექტრული ხელსაწყოების კლასიფიკაცია დანიშნულების მიხედვით და მათი ელექტრული მახასიათებლების წარმოდგენა ცხრილების სახით.
მოსწავლეებს შეუძლიათ იმსჯელონ ნახევარგამტარების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, გააზრებული აქვთ ნახევარგამტართა განსაკუთრებული თვისება - ელექტრონულ-ხვრელური გადასვლის, ანუ p-n გადასვლის თვისება, რომელიც ხასიათდება ცალმხრივი გამტარობით.
მოსწავლეები ითვალისწინებენ უსაფრთხოების იმ წესებს, რომლებიც მათ სხვადასხვა ელექტრული მოვლენისა და მათთან დაკავშირებული საფრთხეების გაანალიზების შედეგად მიიღეს.
პროექტი საინტერესო, შედეგიანი და პროდუქტიული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა