| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა, თემაზე - „სანოტო დამწერლობის წარმოშობა“.
გაკვეთილი პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“, ფარგლებში მომუშავე მუსიკის პედაგოგმა - მარინა სიხუაშვილმა კლასკომპლექტის ფარგლებში საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა.
პედაგოგმა ბავშვებს აუხსნა, რომ მუსიკა ადამიანის სულის სიღრემში იჭრება და აუმჯობესებს შემოქმედებით და აღქმის უნარს, აგრძნობინებს მას სიმშვიდეს და თავისუფლებას. იგი აღნიშნავს, რომ დაბალ კლასებში სულაც არ არის საჭირო რთული სიტყვებითა და სიმბოლოებით ბავშვებისთვის სხვადასხვა თემის მიწოდება. მთავარია მათთვის გასაგებ ენაზე ესაუბრო მათ და მიზანიც მიღწეული იქნება.
ბავშვებმა გაიხსენეს მუსიკის წარმოშობის ისტორია, ის, თუ როგორ გახდა საჭირო ნოტების შექმნა და მათი არსებობის აუცილებლობა.
ბავშვებმა, ასევე მოისმინეს ვიდეო მასალა გვიდოდ არეცოს - „სანოტო დამწერლობაზე“. შემდეგ კი, საკუთარი ხელით გამოჭრეს ნოტები ფერადი ფურცლებისაგან და მისი დახმარებით შექმნეს მელოდია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობაში მთელი კლასი დიდი ხალისითა და ინტერესით იყო ჩართული.
„თამამად შეიძლება ვთქვა, რომ მუსიკის როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანის განვითარებასა და წინსვლაში“- აღნიშნა პედაგოგმა გაკვეთილის დასასრულს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა