სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხატვა ექსპერიმენტის შედეგებით“ - კერძო სკოლა „ანაბასისი“ მეცნიერების ფესტივალზე საინტერესო პროექტით წარდგა 
28-06-2023
-
+


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის - SALiS ორგანიზებით, 24 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მესამე ეროვნული ფესტივალი - „მეცნიერება მთავარ როლში“.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა 24 პროექტი. მესამე ეროვნულ ფესტივალზე ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისი“ წარდგა პროექტით - „ხატვა ექსპერიმენტის შედეგებით“ . პროექტის ავტორები არიან ქიმიის მასწავლებელი ქეთევან ედიბერიძე და ხელოვნების პედაგოგი ნანა გიორგაძე.

ავტორები შთამბეჭდავი პროექტის შესახებ გვიყვებიან და მის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

„ხატვა ბავშვების საყვარელი, სახალისო  საქმიანობაა . ქიმია კი მოსწავლეებისათვის ერთ-ერთ რთულად სასწავლო დისციპლინად ითვლება. რა შეიძლება ჰქონდეთ საერთო ქიმიასა და მხატვრობას?  ქიმია მრავალი მხატვრის მუზა იყო და არის.  მრავალი მსოფლიო მნიშვნელობის ტილო ამას ადასტურებს. ადრიან ვან ოსტადის „ალქიმიკოსი“, რაიტის „ფოსფორის აღმოჩენა“ და სხვა.

პროექტის მიზანიც ხელოვნებისა და ქიმიის კავშირის ჩვენებაა და მიზნად ისახავს ქიმიის გაკვეთილებსა თუ კლუბის მეცადინეობებზე ჩატარებული ექსპერიმენტების პროდუქტების საღებავ პიგმენტებად გამოყენებას, მათი დახმარებით ფერწერული ტილოების შექმნას.

პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაეუფლნენ კვლევის უნარ-ჩვევებს, დაამზადეს სხვადსხვა კონცენტრაციის ხსნარები, გამოიკვლიეს  ნალექების მიღების ტექნიკები, დაკვირვება და ანალიზი აწარმოეს კათიონებისა და ანიონების  თვისებით რეაქციებზე, შედგენილი ფერების მიღებაზე  და მიმდინარე პროცესების  ქიმიაზე. ჩატარებული ექსპერიმენტების „ნარჩენებით“ შესრულებულმა ნახატებმა  ქიმიასა და ხელოვნებას შორის კავშირიც დაადასტურა და მოსწავლეთა პირობისეული ცოდნის ფორმირებასაც შეუწყო ხელი. დაიგეგმა ფერთა პალიტრის გამრავალფეროვნება.   თვალსაჩინოა , რომ „ქიმიამ შექმნა თავისი საგანი. ეს არის ხელოვნების მაგვარი შემოქმედებითობა“ .    მარსელენ ბერტლო. ასევე, მიღებული ცოდნისა და უნარების ყოველდღიურ ცხოვრებასთან  კავშირებიც  გამოიკვეთა, ნარჩენების მართვის გამოყენებული მეთოდი „მწვანე ქიმიის“ რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: უნარჩენო წარმოება, უსაფრთხო წარმოება, ნაკლები თანაპროდუქტები.  პროექტი რეალისტურია საჭიროებს მცირე დანახარჯებს  და ადვილად განხორციელდა სასკოლო ლაბორატორიაში.

პროექტმა მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ. ხელოვნებასთან ინტეგრაციამ ექსპერიმენტების არ მარტო გარეგნული ეფექტების არამედ ქიმიური არსში ჩაწვდომის სურვილიც გაუჩინა მათ. ისინი ხალისით ჩაერთნენ პროექტში, ცოდნის „კვერთხმა “ სასურველი ფერის მიღების საშუალება მისცა მოსწავლეებს და    მრავალფეროვანი ნახატებიც შექმნეს“,- აღნიშნავენ პროექტის ავტორები და დასძენენ, რომ  ფესტივალი საუკეთესო საშუალებაა  მასწავლებლებისათვის გამოცდილების გასაზიარებლად.

„მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება