სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელი, რომელსაც თავს არასრულწლოვნები დაესხნენ, გარდაიცვალა - შსს განცხადებას ავრცელებს
25-10-2025
-
+


ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 26 წლის მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­​ბას ავ­რცე­ლებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი ნაძალა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 2008 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.გ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში, ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 1997 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ა. -ს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად ა.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს.და­შა­ვე­ბუ­ლი ახალგაზრდა მა­მა­კა­ცი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს, სადაც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა მომ­დევ­ნო დღე­ე­ბის განმავლობაში მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­და და 24 ოქტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“.

ინფორმაციისთვის: 1-ელ ოქტომბერს, გიგა ავა­ლი­ანს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან დახვდნენ და თა­ვის არეში მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს. მას შემ­დეგ ახალ­გაზ­რდა კომატო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­ლი­ანს სა­დარ­ბა­ზოს­თან რამ­დე­ნი­მე არას­რულ­წლო­ვა­ნი დახ­ვდა, მათ შო­რის 16 წლის გოგო. და­ნა­შა­უ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სახელდე­ბა. მოკ­ლუ­ლი ბი­ჭის დედა წერს, რომ 16 წლის ნია ი-მ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გიგასთა­ნ მი­მო­წე­რით აეჭ­ვი­ა­ნა“, რა­საც ქა­ლის თქმით, ჩა­საფ­რე­ბა და მკვლე­ლო­ბა მოჰ­ყვა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა ავალიანთან მათემატიკაში ემზადებოდა.

გიგა ავალიანის დედამ მიმართვა გაავრცელა: „16-17 წლის ბავ­შვებ­მა მო­მიკ­ლეს შვი­ლი, თუ არ და­ი­ჭი­რეს, ხვალ თქვენ შვი­ლებს მოკ­ლა­ვენ. ჯგუ­ფუ­რად მოკ­ლეს. შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნე­ბი, მკვლე­ლე­ბი არი­ან არას­რულ­წლოვ­ნე­ბი" - ამ­ბობს მი­მარ­თვა­ში ეკა კუპ­რა­ძე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება