სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ანაზღაურება 2904 ლარი - მანდატურის სამსახურმა კონკურსი გამოაცხადა
28-10-2025
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების პროფესიული ზედამხედველის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება - მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ან ოკუპაციური თერაპიის  მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

გ) სამუშაო გამოცდილება - ბავშვის განვითარების (კოგნიტური, ფსიქო-ემოციური, მოტორული, ადაპტური სფეროები) და/ან ფსიქოსაგანმანათლებლო  შეფასების პრაქტიკული გამოცდილება შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით - არანაკლებ 2 წელი;

დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სფეროში პროფესიული ზედამხედველობის ან/და მომსახურების კოორდინირების გამოცდილება (სასურველი);

ე) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

ზ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

 შრომის ანაზღაურება: 2904 ლარი (დარიცხული);  სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი; ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

სააპლიკაციო ფორმა და სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - http://mandaturi.gov.ge/new/521-fsiqosaganmanatleblo-shefasebisa-da-konsultirebis-profesiuli-zedamkhedvelis-shesarchevi-konkursi


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მშობლიური ენის სიყვარულით მოპოვებული ოქრო-ვერცხლის დიპლომები - „ეტალონელების“ მორიგი ტრიუმფი​ საგნობრივ ოლიმპიადაზე

მასწავლებლებისთვის ვადა 3 დეკემბერს იწურება - ვინ უნდა წარადგინოს განაცხადი NAEC-ში

ავტორიზაციის საბჭო უნივერისტეტების საკითხს განიხილავს - შეხვედრის დრო და სხვა დეტალები

ეს საჯარო აღიარებაა - დასტური იმისა, ​რომ დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევა ფასდება, რაც თითოეულ მოსწავლესა და მშობელს სიამაყის განცდას უჩენს

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას სკოლის 180 წლის იუბილე მიულოცა და სკოლის ისტორიულ და საგანმანათლებლო მნიშვნელობაზე ისაუბრა

სხვადასხვა კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ საინტერესო შემეცნებით საქმიანობებში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება