სიახლეები
სიახლეები

სკოლებისა და ბაღების შესახებ მინისტრი პარლამენტში აქტუალურ კითხვებს უპასუხებს
29-10-2025
-
+


დღეს, 29 ოქტომბერს პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მოუსმენენ. „საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 28–31 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტის შემუშავებისას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის ინტერპელაციის დღედ განსაზღვრა 2025 წლის 29 ოქტომბერი“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სოხაძე 68 კითხვას უპასუხებს, რომელთა შორის არის სკოლებისა და ბაღების საკითხები, რომლებიც ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშეა. გთავაზობთ ჩამონათვალს:

ჩუღურეთის რაიონის ოთხ სკოლას ესაჭიროება რეაბილიტაცია. მათ შორის: 

37-ე საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი რამდენიმე წელია მიმდინარეობს 30-ე საჯარო სკოლაში, მესამე ცვლაში.

26-ე საჯარო სკოლის ერთი ფლიგელი გარემონტებას საჭიროებს. ეს ფლიგელი არის უფუნქციო, საჭიროებს რეაბილიტაციას, რათა გაფართოვდეს საკლასო ოთახების რაოდენობა. სვანეთის უბანს ემსახურება ეს ერთი სკოლა, შესაბამისად აუცილებელია აღნიშნული სკოლის კეთილმოწყობა.

150-ე საჯარო სკოლა არის 100 წლის. 

24-ე საჯარო სკოლას ესაჭიროება რემონტი. როდის დაიწყება 37-ე, 150-ე, 24-ე სკოლების რეაბილიტაცია და 26-ე სკოლის ერთი ფლიგელის შეკეთება?

შეგიძლიათ თუ არა, მოგვაწოდოთ ინფორმაცია წალენჯიხის პირველი საჯარო სკოლის მშენებლობის თაობაზე?

რა მდგომარეობაა თელავის რაიონის სოფელ ფშავლის ახალი სკოლის მშენებლობაზე და როდის იგეგმება მისი აშენება/დასრულება?

შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ახალციხის მე-2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ?

შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ⁠ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყვიტას საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყების შესახებ?

როდის გაგრძელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია?

ატენის საჯარო სკოლის სამშენებლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. როდის განახლდება პროცესი და რა ნაბიჯებია გადადგმული აღნიშნული პრობლების მოსაგვარებლად?

რა ეტაპზეა გორის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, სოფელ არაშენდაში ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი და როდის დასრულდება სამუშაოები?

მიმდინარეობს გორის მე-11 საჯარო სკოლის მშენებლობა, რაც ქალაქის ამ ნაწილისთვის, კერძოდ, რკინიგზის სადგურის დასახლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდის არის დაგეგმილი სამშენებლო პროცესის დასრულება?

როგორც ცნობილია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შიდა ქართლის რამდენიმე სკოლის სრული რეაბილიტაციის ტენდერი გამოაცხადა, მათ რიცხვში შედიოდა გორის მე-4 საჯარო სკოლა. თუმცა ტენდერი არ შედგა. ამ ფაქტს დაემთხვა სააგენტოს გაუქმება. რა ეტაპზეა ეს საკითხი და როდის იგეგმება გორის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია?

გორის მუნიციპალიტეტში აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, მათ შორის: ვარიანში, შავშვებში, ფლავში, ზერტში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ ტირძნისის და სოფელ შინდისის საბავშვო ბაღების დემონტაჟის პროცესი. როდის არის დაგეგმილი ტირძნისსა და შინდისში ახალი საბავშვო ბაღების აშენება?

სოფელი დიცი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. სოფელში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა საკმაოდ მოძველებული და საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, აღსაზრდელებისათვის არ არის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები საკმარისი რაოდენობით. არის თუ არა შესაძლებელი სოფელში, კერძოდ, სკოლის სიახლოვეს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისათვის ახალი საბავშვო ბაღის აშენება, რომელიც მეზობელ სოფლებსაც მოემსახურება?

შეგიძლიათ თუ არა მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნაძალადევის რაიონში დანგრეულ და მშენებარე სკოლებზე, კერძოდ, 113-ე სკოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მე-10 და მე-11 სკოლის მშენებლობის მიმდინარეობასთან და დასრულების ვადებთან დაკავშირებით, ასევე, მე-14 სკოლის მშენებლობის დაწყების ვადებთან დაკავშირებით?

შეჩერებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი ენისელის ბაღის მშენებლობა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როდის განახლდება პროექტზე მუშაობა?

მნიშვნელოვანი საკითხია თელავის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. მაგალითისთვის, სოფელ შალაურის საჯარო სკოლა ოპტიმიზებულია თელავის მერვე სკოლასთან, საჭიროებს რეაბილიტაციას და ამავე დროს სკოლას აქვს ავტორიზაციის პრობლემა, რის გამოც სოფლის მოსწავლეების ძირითადი კონტინგენტი გადანაწილებულია ქალაქ თელავის სკოლებში. სკოლის რეაბილიტაცია შეაჩერებს მოსწავლეთა გადინებას სოფელიდან, განტვირთავს ქალაქის სკოლებს და შალაურის სკოლას შესაძლებლობა მიეცემა დამოუკიდებლად გაიაროს ავტორიზაცია. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარეობს თუ არა მუშაობა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად?

სოფელ ლეჩურის საჯარო სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა დაწყებითი საფეხურის სკოლა, რომელსაც ჩაუტარდა დემონტაჟი, ახალი შენობის აშენების მიზნით, თუმცა აღარ აშენდა და ამჟამად სკოლა შესულია ამბულატორიის შენობაში. სკოლა მდებარეობს სოფელი თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ ბავშვებისთვის გზაზე გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს (არც ტროტუარია და არც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, რის შესახებაც ეცნობა საგზაო დეპარტამენტს, თუმცა არ მოწესრიგდა გზის აღნიშნული მონაკვეთი). სოფლის მოსახლეობა ბავშვების ფშავლის სკოლაში ტარების წინააღმდეგია. იგეგმება თუ არა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, რაიმე სახის სამუშაოების დაწყება?

სავალალო მდგომარეობაშია სოფელ გულგულის საჯარო სკოლა და სოფელ ქვემო ხოდაშენის საჯარო სკოლა, რის გამოც ბავშვები სოფელ წინანდლის ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში გადაჰყავთ. გეგმავთ თუ არა აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციას?

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 2023 წელს დაანონსდა საშუალო სკოლის შენობის მშენებლობა 500 ბავშვზე, რომელიც დღემდე არ დაწყებულა, განხორციელდა არსებული ამორტიზირებული სკოლის სრული დემონტაჟი და ამ დრომდე არ განხორციელებულა მშენებლობის დაწყება. ვინაიდან აღნიშნული სკოლის შენობის მშენებლობის ვალდებულება განათლების სამინისტროდან გადავიდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში მგფ-ის მიმართულებით, აღსანიშნავია ამ მშენებლობის დროულად განხორციელების მიზნობრიობა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მკვეთრად არის გამოხატული სკოლის შენობის უქონლობის პრობლემა, ბავშვები გადანაწილებულები არიან მეზობელი სოფლების სკოლებში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია როდის განახლდება პროექტზე მუშაობა?

სანამ სკოლების რეაბილიტაცია გადმოეცემოდა ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“, განათლების სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საშუალო სკოლის (გათვლილია 500 აღსაზრდელზე) რეაბილიტაციის თაობაზე, თუმცა ტენდერი ჩაიშალა. ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს არსებული სკოლის რეაბილიტაციის დაწყება. გთხოვთ, მოგვახსენოთ, როდისთვის გეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას და რეაბილიტაციის დაწყებას?

ქალაქ რუსთავში სამი პრობლემური სკოლაა, პირველი, მეორე და მეთექვსმეტე საჯარო სკოლები. იგეგმება, თუ არა აღნიშნულ სკოლებში რაიმე სახის სამუშაოების დაწყება?


კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

საგამოცდო ცენტრები ცნობილია მასწავლებლებს ბარათების ამობეჭდბა ნოემბრიდან შეეძლებათ - დეტალები

მასწავლებლებისთვის გამოცდები 1-ელი დეკემბერიდან დაიწყება - განრიგი და სხვა დეტალები ცნობილია

სკოლებისთვის ვადები იცვლება - დეტალები

სკოლის დირექტორებსა და პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
საინტერესო

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება