| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოდან განათლების სამინისტრომ 73 სკოლა გადასცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, აღნიშნულის შესახებ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულმა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თანმიმდევრულობას განათლების სამინისტრო განსაზღვრავს.
„პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. სისტემა არის ასე, განათლების სამინისტრო ჩვენ გვაწვდის იმ პრიორიტეტებს სად რომელი სკოლა ექვემდებარება რეაბილიტაციას და მშენებლობას, ანუ სად აქვს პრობლემა განათლების სამინისტროს და შემდგომ ჩვენ ვიწყებთ მის მოგვარებას.
ამ ეტაპზე გადმოცემულია 73 სკოლა; 53 სამშენებლო ობიექტია, 14 სარეაბილიტაციო სკოლა და 10 პროექტირება. მიმდინარეობს გადმოცემული ინფორმაციის და დოკუმენტაციის კომლექსური დამუშავება“, - განაცხადა სოხაძემ.
ამასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ფონდი 12 ახალი სკოლის მშენებლობას და 4 სკოლის რეაბილიტაციას დაასრულებს. 2026 წლის ბოლოსთვის 32 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში და 9 რეაბილიტირებული.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია