სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი დღეები ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
04-11-2025
-
+


27 ოქტომბერს, ქართული მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში აქტივობებით სავსე კვირეული მიეძღვნა. 

იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღს კალიგრაფიის მასტერკლასი მიეძღვნა.

„იაკობმა მადლიანი ანბანით გვაზიარა ცოდნის სამყაროს, შეგვაძლებინა ქართული ანბანით გაგვეკვალა გზა, ანბანი ხომ უჩინრად ამაგრებს იმას, რაზეც მთელი ერის სული დგას...იაკობის ანბანი ჩვენი აზროვნების, რწმენისა და სიბრძნის იარაღად იქცა, ამიტომაც გადავწყვიტეთ პატარებს ადრიდანვე გაეცნობიერებინათ მისი მნიშვნელობა, ამ აქტივობის მიზანიც სწორედ ეს იყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და აქტივობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა მე-2 ბ კლასში. 

სადაც, მოსწავლეებმა ისაუბრეს „დედაენის“ შემქმნელის მოღვაწეობაზე, მის ღვაწლზე ქართულ ლიტერატურაში, ჩამოთვალეს გოგობაშვილის მათთვის ნაცნობი მოთხრობის პერსონაჟები, მისწერეს მადლობის წერილი გოგებაშვილს. ღონისძიებას პედაგოგი თამარ რობაქიძე ხელმძღვანელობდა. 

იაკობ გოგებაშვილის კვირეულისადმი მიძღვნილი დღესასწაული პირველ კლასში გაგრძელდა.

პირველკლასელთა "შეხვედრა ანბანთან " საინტერესო აქტივობისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა.

ბავშვებისთვის საწყის ეტაპზე წერა- კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა.მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი.

დამრიგებელმა, მარიამ სიხარულიძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის აქტივობებით წარმოაჩინა.

იაკობ გოგებაშვილის კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული მეორე - მესამე კლასის მოსწავლეები. კიდევ  ერთხელ  იმოგზაურეს იაკობისა და „დედაენის სამყაროში“. პატარები, კვირეულის ფარგლებში, ეცნობოდნენ და იხსენებდნენ იაკობსა და მის უკვდავ დედაენას.

მეორე კლასის მოსწავლეებმა შემაჯამებელი გაკვეთილისთვის მოამზადეს ლექსები, ჩანახატები, დაუწერეს იაკობს მადლობის წერილები, მოამზადეს აფიშები, თავიანთი „ტკბილი ენითა და ხელით“ ასე გაალამაზებს კვირეულის დასკვნითი დღე.

მესამე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროექტ-გაკვეთილი - „მადლობა იაკობ“. გაკვეთილზე ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფურად იაკობის მოთხრობებზე, მათ საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს, გაკვეთილის ბოლოს კი ხელნაკეთი წიგნები აჩვენეს მოწვეულ სტუმრებს.

მადლობა პატარებს აქტიურობისთვის, მათ უკვე იციან რაოდენ მნიშვნელოვანია იაკობი და მისი დედაენა, ერის წიგნი, მათი მომავალი განათლებისა და პიროვნებად ფორმირებისათვის.

იაკობ გოგებაშვილი დაბადების დღე საინტერესოდ აღნიშნეს IV კლასის მოსწავლეებმაც. მათ ჯგუფურად იმუშავეს და შექმნეს საინფორმაციო პროექტები, ბროშურები და ილუსტრირებული წიგნები.

ასევე, პროექტორის საშუალებით, უყურეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ შემეცნებით მასალას, რაც ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ამაღელვებელი იყო.

მოსწავლეებმა პრეზენტაციებით იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ინფორმაცია გაუზიარეს. 

გაკვეთილი შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო ბმულზე:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

ღონისძიება ორივე სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი სანახაობითა და მრავალფეროვანი საზეიმო ნომრებით წარიამრთა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება