სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალათუმანის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 185 წლისთავი და მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა 
04-11-2025
-
+


1840 წლის 27 ოქტომბერს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და „დედა ენის“ შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა. სწორედ ამ დღეს აღინიშნება საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე.  

ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის, მისი მოღვაწეობისა და ღვაწლის შესახებ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლის მასწავლებლებს სამადლობელო სიტყვებით მიმართეს, ხოტბა შეასხეს მათ ღვაწლისა და ამაგს მომავალი თაობების წინაშე და მასწავლებლისადმი მიძღვნილი ​ლექსები წაიკითხეს.                                                                                  

ღონისძიების ბოლოს თითოეულ პედაგოგს მადლობის ნიშნად, ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სიგელები გადაეცა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტმა პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს

პროექტში მონაწილეობა ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება გახდა

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება